x
მეტი
  • 23.07.2018
  • სტატია:78831
  • ვიდეო:331562
  • სურათი:435592
ნაყენი, რომელსაც 15 სამკურნალო თვისება აქვს

ბევრმა არ იცის, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გვირილა და მისგან მომზადებული ნაყენი უებარი საშუალებაა სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ. მას სასიამოვნო გემო აქვს და ჩაის ნაცვლადაც შეგიძლიათ მიიღოთ.

გვირილა დიდი რაოდენობით შეიცავს ფლავანოიდებს და სხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობენ ხელს. გვირილის ყველაზე სასარგებლო ნაწილი - მისი ყვავილია. სწორედ ყვავილი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს.

imageამ ნივთიერებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: კუმარინი, ბიოფლავანოიდები, ფიტოსტერინი, უამრავი ვიტამინი, კაროტინი და მთრიმლავი ნივთიერებები.

ასეთი შემადგენლობის წყალობით გვირილის ნაყენი ბევრ პრობლემას უმკლავდება:


1. აწესრიგებს ძილს

გადაღლილობის, სტრესის, შფოთვის დროს გვირილის ნაყენზე უკეთეს საშუალებას ვერ ნახავთ.გვირილის ჩაი აადვილებს ჩაძინებას და ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს. დილით კი, დასვენებული და მხნედ გაიღვიძებთ.


2. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, გვირილა შესანიშნავად უმკლავდება კუჭისა და ნაწლავების პრობლემებს. ებრძვის ინფექციებს, აცხრობს ანთებას და ხსნის სპაზმებს.


3.გვეხმარება სტრესისისა და შფოთვის დროს

გვირილა - ნატურალური ანტიდეპრესანტია. ერთი ჭიქა ეს არომატული სასმელი სეროტონინის დონეს ზრდის და მოდუნებაში გვეხმარება. ხსნის სტრესულ მდგომარეობას, შფოთვას და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. გვირილის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა ქრონიკული სტრესის დროს.

image

4. აძლიერებს იმუნიტეტს

გვირილაში შემავალი ფენოლები ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას აძლიერებენ ინფექციებთან ბრძოლაში. ეს ნივთიერება ეფექტურად მოქმედებს გრიპის, გაცივების და სინუსიტის დროსაც კი.


5. გვეხმარება კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს

გვირილა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროსაც გვეხმარება: დაწყებული შებერილობით და დამთავრებული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით.

გვირილის ნაყენი ძალიან ეფექტურია გასტრიტის დროს. სპაზმოლიტური თვისებების წყალობით კი ასევე ეფექტურ ზემოქმედებას ახდენს ნაწლავებზე. გვირილა რბილად მოქმედებს ასევე კუჭ-ნაწლავზე, საკვებით მოწამვლის შემთხვევაში.


6. კიბოს პროფილაქტიკა

გვირილა შეიცავს აპიგენინს, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. გვეხმარება თავიდან ავიცილოთ კიბოს განვითარების რისკი.

image

7. ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს

მენსტრუაცია ქალებისთვის ნამდვილი დისკომფორტია, მით უფრო, თუ ტკივილები ახლავს. გვირილის ჩაი ამცირებს ტკივილს, ხსნის სპაზმს და აწყნარებს ნერვულ სისტემას.


8. გვეხმარება ალერგიის დროს

გვირილა ანტიჰისტამინური თვისებებითაც გამოირჩევა და ეფექტურია ალერგიის დროს. არეგულირებს იმუნური სისტემის პასუხს ალერგენებზე.


9. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა

გვირილის ნაყენი არტერიული წნევის დაწევაშიც გვეხმარება, არეგულირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს და თავიდან გვაცილებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

image

10. გვეხმარება ოსტეოპოროზის დროს

გვირილაში შემავალი ნივთიერებები ოსტეობალასტების აქტიურობის სტიმულირებას ახდენენ. სწორედ ოსტეობალასტები მონაწილეობენ ძვლის ქსოვილების წარმოქმნაში და რადგანაც გვირილის ჩაი მათ წარმოქმას ააქტიურებს, ამ გზით ოსტეოპოროზსაც აგვარიდებს თავიდან.


11. დიაბეტის დროს

კვლევებით დამტკიცებულია, რომ გვირილის ნაყენის მიღება დიაბეტის დროს სასარგებლოა. ის დაბლა სწევს სისხლში შაქრის შემცველობას და არეგულირებს ინსულინის დონეს. გვირილის ნაყენის მოხმარება არსებითად ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას.


12. ჰემოროი

გვირილა კომპლექსურ ზემოქმედებას ახდენს ჰემოროის მკურნალობისას: აცხრობს ტკივილს, ხსნის ქავილს, ებრძვის ინფექციებს და აცხრობს ანთებას.

გვირილის ნაყენის მიღება მიკროოყნების და აბაზანის სახითაც შეიძლება.

image

13. ებრძვის კანის დაავადებებს

გვირილის ნაყენი არა მხოლოდ დასალევად, გარეგანი გამოყენებისთვისაც შეგიძლიათ. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. მისი კომპრესები კი ეფექტურია ეგზემის დროს. ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას და ჭრილობების სწრაფად შეხორცებას. ასევე ეფექტურია წვრილი ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.


14. ამაგრებს თმებს

გვირილის ნაყენი თმის ცვენასაც შეგიჩერებთ. თუ თმაზე გვირილის ნაყენს გადაივლებთ, თმა ბრწყინვალე და აბრეშუმისებრი გახდება.


15. პირის ღრუს პრობლემები

პირის ღრუში ნაყენის გამოვლება ეფექტურია ბაქტერიული ინფექციების დროს. ხელს უშლის კარიესის განვითარებას და ამაგრებს ღრძილებს.

image

რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, არც გვირილას ნაყენის მეტისმეტად დიდი რაოდენობით მიღება შეიძლება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ის პანაცეა არ არის. მძიმე დაავადებების დროს მხოლოდ გვირილას იმედზე ნუ იქნებით, მას პროფილაქტიკური და დამხმარე თვისებები აქვს.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0