x
მეტი
  • 25.09.2018
  • სტატია:80909
  • ვიდეო:333188
  • სურათი:438312
ტინა ტერნერს შვილი გარდაეცვალა

imageწინასწარი მონაცემებით, კრეიგ ტერნერმა თავი მოიკლა.


აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, ტინა ტერნერის უფროსი ვაჟი კრეიგი. 59 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს კალიფორნიაში, საკუთარ სახლში, სტუდიო სიტიში. წინასწარი ინფორმაციით, კრეიგ ტერნერმა სუიციდი განახორციელა.

კრეიგი უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა სან-ფერნანდოში, იყო რიელტორთა ნაციონალური ასოციაციის წევრი. მიზეზი, თუ რატომ მოიკლა თავი მამაკაცმა, ჯერჯერობით უცნობია.

image

ტინამ კრეიგი გააჩინა მუსიკოს რეიმონდ ჰილისგან 1958 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ ტინა აიკ ტერნერს გაჰყვა ცოლად, აიკმა მისი უფროსი ვაჟი იშვილა. ტინას აიკთან კიდევ ერთი ვაჟი რონალდი გაუჩნდა, ამის გარდა, ტინა პირველი ქმრის ორ შვილს ზრდიდა.

image


"როკის დედოფალი" დღეს 78 წლისაა. მისი კარიერა 50 წელზე მეტი გაგრძელდა, ჟურნალმა "როლინგსტოუნზმა" იგი პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად დაასახელა, 8-ჯერ ფლობდა "გრემის" პრემიას. 1988 წელს ტინა ტერნერი გახდა გინესის წიგნის რეკორდსმენი, მის კონცერტს(ფასიანი) რიო-დე -ჟანეიროში 188 ათასი მაყურებელი დაესწრო. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.

image


2
234
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
7 ივლისი, 12:26
წარმოდგენა გაქვს საერთონ ვინ არის ტერნერი? უეჭველი ალა პუგაჩოვაზე გაზრდილი *ლე ხარ. თინა თერნერი არის როკ ნ როლის დამფუძნებელი და ქალღმერთი როკი. უწიგნურო !
4 ივლისი, 15:07
როკის დედოფალი ხმამაღლა ნათქვამია...
0 1 2