x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ქურთების ტრადიციის თანახმად, რატომ ესვრიან პატარძალს თავში ვაშლსა და ბალიშს


imageროგორც ცნობილია საქართველოში ქურთები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მკვეთრად განსხვავებული კულტურით, ტრადიციებითა და რელიგიური შეხედულებებით დასახლდნენ. თავს მეცხოველეობით, მატყლისა და კარაქის გაყიდვით ირჩენდნენ. რწმენით მათი დიდი ნაწილი იეზიდების სექტის წარმომადგენელი იყო.
ქურთების წეს_ჩვეულებებისა და განსხვავებული ცხოვრების სტილის შესახებ დაწვრილებით შთამომავლობით ქურთი, თუმცა საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ბატონი ბადრი გვესაუბრება: _ “როგორც ჩემი წინა თაობიდან გადმოცემით ვიცი პირველი მსოფლიო ომის წლებში ქურთებს უმძიმესი განსაცდელი დაატყდათ თავს. ქურთისტანი სამი არმიის თურქეთის, რუსეთისა და ინგლისის ჯარების საბრძოლო მოქმედების ასპარეზად იქცა. ოთხი წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელსაც აურაცხელი მსხვერპლი მოყვა. თითოეული მეომარი მხარე ცდილობდა საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა ქურთები. ამ ყველაფერმა კი სრული ანარქია გამოიწვია და მოსახლეობას მრავალი უბედურება დაატყდა თავს. უამრავი იეზიდი იმსხვერპლა ეპიდემიამ, ცოცხლად დარჩენილების ნაწილმა კი საქართველოს შეაფარა თავი.”
– სად დასახლდნენ თვენი წინაპრები და საერთოდ რას საქმიანობდნენ, რითი ირჩენდნენ თავს?
– ქურთები საქართველოს მოსახლეობის 0, 5% შეადგენენ. XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში დაახლოებით 3000 ქურთი ცხოვრობდა. ძირითადად მათი საცხოვრებელი ქალაქი თბილისი იყო, თუმცა ნაწილი აჭარაშიც დასახლდა. თუ სწორად მახსოვს იმ ადგილს სადაც ქურთები ცხოვრობდნენ “ზაზა” ერქვა. ისინი ყიდდნენ საქონელს, მატყლს, კარაქს, მისდევდნენ მეცხოველეობას და ძირითადად ამით ირჩენდნენ თავს. გეტყვით რელიგიური შეხედულებების შესახებაც. მათი უმეტესობა აღიარებდა ისლამს, სუნიზმს, ნაწილი _ სიიზმს, ზოგი ქრისტიანობას, იეზიზიზმს.
– რა განსხვავებული ტრადიციისა და კულტურის მატარებელი იყო ეს ხალხი და დღეს თუ არის შემორჩენილი ძველი წეს_ჩვეულებები?

image

– ქურთებს ჰქონდათ ყველასგან განსხვავებული ტრადიციები მაგალითად: ჩაცმაში, ქორწილსა თუ დაკრძალვის წესში. არსებობდა ნაციონალური ტანსაცმლი, რომელიც დღეს მხოლოდ უფროს თაობასღა შემორჩა. კომპლექტში შედიოდა: ქალის პერანგი (კრასი), ფართო შარვლები (ხევალკრასი), ჟილეტი (ელექ), ქვედა კაბა (ნავდრეზე ტუმანი), შალის ქამარი (ბენე პეშტე), თავსაბურავი (კოფი ფინო) ფეხსაცმელი. სიცივეების პერიოდში ქალები რამოდენიმე კაბას ერთად იცვამდნენ, კაბებზე დაკერებული ჰქონდათ ღილები ფერადი ძაფებით. ცნობილი იყვნენ ვერცხლის ქამრებით. მათი მორთულობის აუცილებელი ელემენტი იყო გულსაკიდები, საყურეები, სამაჯურები. ქურთის ქალები მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა ატარებენ თავსაფრებს, თუმცა არასდროს უტარებიათ ჩადრი.
ქურთების განსხვავებული ტრადიციაა “კლოჯი”. მას აღნიშნავენ მარტში. ამ დროს ოჯახი აცხობს დიდ ნამცხვარს, შიგ დებენ მძივს ან მონეტას, ნაჭრებად ჭრიან, თითოეულ ნაჭერს ოჯახის წევრის სახელს არქმევენ. ვისაც მონეტა შეხვდება ჭამის დროს, მისთვის ეს წელი წარმატებული იქნება.
ქურთებს ასევე განსხვავებული დაკრძალვის ტრადიცია აქვთ. როდესაც ადამიანს დაკრძალავდნენ და მიწას მიაყრიდნენ, მის საფლავზე ცეცხლს ანთებდნენ, რათა მიცვალებულის სხეულიდან არ ამოსულიყო სული და არ ჩასულიყო ცხოველის სხეულში. ეს წესი წარსულში დარჩა, ახლა ამას არც ერთი ქურთი არ აკეთებს.
ქართველებისაგან განსხვავებით ქურთებს განსხვავებული ქორწილი აქვთ. ეკლესიაში ჯვარს არ იწერენ, მხოლოდ ხელს აწერენ. თავდაპირველად ბიჭი ახლობლით მიდის პატარძლის წამოსაყვანად. როცა პატარძალს წამოიყვანენ, კარებში თეფშს უდებენ, რომელიც სიძე-პატარალმა უნდა გატეხოს. მათ მისვლამდე აკეთებენ უფოთლო ხის ტოტს. მასზე კიდებენ ხილს, ტკბილეულს და პატარძალს თავზე აბერტყავენ, რათა მისის ცხოვრება ახალ ოჯახში ტკბილი იყოს. შემდეგ ასეთი წესია, რომ სიძემ პარატძალს აუცილებლად თავში ბალიში და ვაშლი უნდა ესროლოს. (იცინის)
– უცნაურია. ალბათ რელიგიური დღესასწაულებიც განსხვავებულია ქურთებისა ქართველებისგან.
– ქურთების ძირითადი ნაწილი გლეხი იყო, საქართველოში გადმოსახლების შემდეგ ქალაქის მცხოვრებად იქცა. უამრავი იეზიდური ტრადიცია დავიწყებას მიეცა, თუმცა უმთავრესი ახსოვთ და იცავენ.
ქურთთა უპირველესი დრესასწაულია: “როჟიე ეზიდი”, რომელიც ღვთისადმია მიძღვნილი. სამ დღეს მარხვას იცავენ, მეოთხე დღეს, რომელიც დეკემბრის პირველი კვირის ხუთშაბათ-პარასკევს მოდის “პიდა ეზიმს” ზეიმობენ. ამ დღესასწაულზე მთავარი კომპონენტია მიცვალებულთა წილი საჭმლის გამოტანა. ეს რიტუალი ქურთი იეზიდების დღესასწაულზე აუცილებლად სრულდება.
იეზიდთა რწმენით, აპრილისთვის მიწა მოხნული და გამზადებული უნდა იყოს დასათესად. ახალგაზრდები მიდიან მინდორში, კრეფენ აპრილის წითელ ყვავილებს და კონებად ალაგებენ შესასვლელი კარის თავზე. დილით ყველა სახლი ლამაზადაა მორთული, დიასახლისს კი სუფრაზე გამოაქვს წითლად, ყვითლად და მწვანედ შეღებილი კვერცხები, რომლებიც სიცოცხლისა და სამყაროს მრავალფეროვნების სიმბოლოა. იმავე დღეს გლეხები გადიან მინდორში და ნათესებში მიმოაბნევენ კვერცხის სხვადასხვა ფერ ნაჭუჭს, რათა წლის მოსავალი უხვი იყოს.
– როგორც ვიცი, ქურთები საქართველოში განათლებას იღებდნენ და აქტიურად ერთობოდნენ კულტურულ ცხოვრებაშიც.

image

– კი ნამდვილად ასე იყო. მაშინ, როდესაც შეიქმნა საქართველოს მწერალთ კავშირი, მასთან ერთად ქურთ მწერალთა ჯგუფიც შეიკრიბა. იბეჭდებობა მათი ნაწარმოებები და პოპულარობითაც სარგებლობდა.
სამოციანი წლების დამდეგს თბილისში ქურთებმა ბინები მიიღეს და სარდაფებიდან გამოვიდნენ. ამ პერიოდშივე ქურთი ახალგაზრდები მასობრივად ჩაერთვნენ სპორტში. ბევრმა მათგანმა წარმატებას მიაღწია. მათ შორის იყვნენ შესანიშნავი მოჭიდავეები, მოკრივეები, ფრემბურთელები და ა.შ. უმაღლეს სასწავლებელში ორ ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. მომზადდნენ ქურთი იურისტები, პედაგოგები, ექიმები, ინჟინრები, არქიტექტორები, მხატვრები და მუსიკოსები. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის კარი ქურთთაგან პირველმა ზინა ტალოევამ შეაღო.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საქართველოში არაერთმა ქურთმა მეცნიერმა დაიცვა სამეცნიერო ხარისხი.
– დღეს დაახლოებით რამდენი ქურთი ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე? როგორია მათი თანამედროვე ცხოვრობა?
– 1990-იან წლებში ქურთების რაოდენობა შემცირდა. ეს კი გამოიწვია საქართველოდან მათმა ემიგრაციამ. ამის ძირითადი ფაქტორი საბჭოთა დაშლის შედეგად გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო. რაც შეეხება საქართველოში საცხოვრებლად დარჩენილ ქურთ მოსახლოებას ბოლო წლებში შეინიშნება ახალგაზრდა თაობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ქართული ენის ცოდნის ხარისხისა. დღეს ისინი სრულიად გასაგებ ენაზე საუბრობენ.
– ბევრი განსხვავებული ტრადიციის შესახებ გვიამბეთ. თავად თუ იცავთ რომელიმე ტრადიციას, ან თუ არის რომელიმე წეს-ჩვეულება თქვენთვის მიუღებელი?
– ჩემი წინაპრები ქურთები იყვნენ. მე კი საქართველოში დაბადებულ გაზრდილი ვარ. ყველა ჩემს ტრადიციას პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა, მაგრამ ხომ გაგიგიათ ფრაზა: “სადაც ხარ იქაური ქუდი დაიხურეო”. მეც საქართველოში ვარ და აქაური წესებით ვცხოვრობ. ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი. ჩემი წინაპრები უფრო ახერხებდნენ ტრადიციების დაცვას, ახლანდელი თაობა კი ამ ყველაფერს ივიწყებს.

12
7027
17-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
7027
  
2017, 15 ნოემბერი, 17:40
ქურთები ზოგადად არ არიან ცუდი ხალხი. აფხაზეთის ომის დროს საქართველოს მოსახლეობიდან მარტო ქურთები დაგვიდგნენ გვერდით
2017, 25 აპრილი, 0:48
გლდანში გავიზარდე , ქურთები, მეზობლებიც ბევრი მყავდა და მეგობრებიც. კარგი ხალხია. ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ, მე ვინც შემხვედრია, ძირითადად სიტყვის კაცი და ღირსეული, უღალატო. ბევრმა აფხაზეთში იბრძოლა, ჩვენ მხარეს იდგა და არა "ბაგრამიანის ბატალიონში".
ისე, ხუმრობით, ერთი ქურთი მეგობარი მყავდა, იძახდა ხოლმე: "ყველა ქურთს 18 წლამდე ქურდობა უნდა, და 18 წლის შემდეგ "ნასილშიკობაო".
2016, 20 მაისი, 14:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 24 მაისი, 3:32
როცა წარმომადგენელი ხარ მაინც და მაინც საინტერესოდ არ ჩანს ასეთი ტრადიციები. ვაშლის სროლა სისასტიკეა, პირველ რიგსჰი უნდა გაეუქმებინათ ეს წესი. სხვათაშორის გატეხილი თეფშის ნატეხებს გაუტხოვარ გოგოებს ურიგებენ, ბალიშის ქვეშ უნდა ჩაიდონ და თითქოს საბედოს ნახავენ...
2014, 8 მაისი, 19:58
გოდერძი ნუ ხართ უტაქტო ცინიკოსი რაა.
2013, 30 ივლისი, 1:56
ეხლა კარგად მომისმინე შე ცინიკოსო დიდი სიამოვნებით შენ დაგადღლერზავ თავში ანტონოვკასაც და უროსაც.პატივი ეცი სხვის კულტურას და წესებს თუ არ შეგიძლია მაშინ ენა ჩაიგდე გასაგებიაა თავხედო
ანტონოვკის ვაშლები გამოდგება ტო?უნდა დავადღლიზო თავზე? თუ შორიდან მიზანში დამიზნებით .
2012, 3 ნოემბერი, 21:15
საინტერესოა
2012, 30 ოქტომბერი, 15:56
დიდი მადლობა :)
2012, 30 ოქტომბერი, 15:19
საინტერესო სტატიები გაქვს :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10