x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
შეიძლება თუ არა ზაფხულის ცხელ დღეებში ალკოჰოლიანი სასმელების მიღება?
ალკოჰოლი

შეიძლება თუ არა ზაფხულის ცხელ დღეებში ალკოჰოლიანი სასმელების მიღება? რეალურად გვაგრილებს თუ არა? და რა საფრთხის შემცვლელია გამაგრილებელი ალკოჰოლური სასმელები?

ზაფხულში ალკოჰოლური სასმლის მიღება ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ მკითხველს ჰგონია. მნიშნველობა არა აქვს, პლიაჟზე მიირთმევთ ლუდს თუ სიცხეში ყინულიან კოქტეილს მოწრუპავთ. როგორც წესი, სიცხეში ალკოჰოლზე ორგანიზმის კონტროლი ქვეითდება და ამავე დროს იზრდება თრობის შანსი სპირტიანი სასმლის მცირე დოზის მიღების შემთხვევაშიც კი.

ამიტომაც, ზაფხულის სიცხეში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ალბათობა იზრდება და ორგანიზმს განსაკუთრებით უჭირს ალკოჰოლურ თრობასთან გამკლავებაც.


მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები.


მაღალი ტემპერატურის დროს ეთანოლი უფრო ადვილად შეიწოვება ლორწოვანი გარსის მიერ, ამ დროს ორგანიზმში მაქსიმალურად გაფართოებულია სისხლძარღვები, შესაბამისად, ალკოჰოლი უფრო სწრაფად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ანუ, როცა სისხლძარღვები გაფართოებულია, უფრო მეტი სამუშაოს შესრულება უწევს გულს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანი იღებს სითხეს, ხდება ორგანიზმის გამოშრობა, რადგან ალკოჰოლისა და მაღალი ტემპერატურის გავლენით ოფლდენა გაძლიერებულია.

ზაფხულში პოპულარული ალკოჰოლური გამაგრიელებელი სასმელების ზოგ სახეობას შარდმდენი თვისებები გააჩნია. ორგანიზმის ტოტალური გამოშრობის დროს კი ძლიერდება თავის ტკივილი და ინტოქსიკაციის სიმპტომები.

ზაფხულობით ალკოჰოლის მიღება განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც აწუხებს ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. ასეთ დროს რისკი ორმაგდება და ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ ფატალური შედეგიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

მაღალი ტემპერატურის პირობებში აუცილებელია შეინარჩუნ სხეული გრილად და ტენიანად. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.

საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცვლელობის მქონე პროდუქტებს.

0
214
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჩე
ნინო ჩე
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0