x
მეტი
  • 25.09.2018
  • სტატია:80914
  • ვიდეო:333194
  • სურათი:438314
2021 წელს ხელშეკრულებას, რითაც აზერბაიჯანს საქართველოს მიწები გადაეცა , ვადა გასდის

image
1921 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულებით აზერბაიჯანს გადაეცა 4768 კვ. კმ. ფართობი, აქედან ზაქათალის ოლქი მოიცავდა 3.564 კვ. კმ-ს, გარეჯის ველი და ქვ. ყარაიას სექტორი - 658 კვ. კმ-ს, ელდარის ველი - 546 კვ. კმ-ს. ეს ხელშეკრულება დაამტკიცა ბუდუ მდივანისა და მუხტარ გაჯიევის ხელმოწერამ..
"2021 წლის 15 ნოემბერს ხელშეკრულებას ვადა გასდის.
საფრანგეთში არავის მიგიწვდებათ ხელი, ხელშეკრულების ასლი რომ მოვიპოვოთ?" - წერს დანიელ ყულოშვილი.
ჰერეთი საქართველოა!
კახის, ზაქათალის და ბელაქანის რაიონებში არა 10 ათასი, არამედ 30 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველია... ამ 30 ათასის გარდა კიდევ არის ათეულობით სოფელი, სადაც ათასობით ინგილომ XX საუკუნეში ქართული ენა დაივიწყა (ამ სოფლებში მოხუცებს და უფროსი თაობის გააზერბაიჯანელებულ ყოფილ ქართველებს ჯერ კიდევ ახსოვთ ქართული ენა და თავისი წარმომავლობა)- ამბობენ ჰერელთა ასოციაციის წევრები.

შეგახსენებთ, რომ ჰერეთში მცხოვრები ქართველების პეტიცია, სადაც ითხოვდნენ აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას, მთავრობის მიერ უარყოფილ იქნა.

სოციალურ ქსელში ჰერელთა გვერდზე დანიელ ყულოშვილი მოუწოდებს საერთო იდეოლოგიის მქონე საზოგადოებას ჰერეთთან მიმართებაში, ერთად დაეხმარონ აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებს.

1
1803
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1803
  
3 ივლისი, 7:14
და რა მერე თუ ვადა გასდის? ვინმეს ილუზია აქვს,რომ ილჰამას განაწყენებს ბიძინა ბიძია?! ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ჩვენია,მაგრამ რა. ანტი ქართული ინტერესების გამტარებელი მთავრობა გყყავს,მრავალია სოროსის ვირთხა ქვეყანაში და ეკლესიაში კი კკბ აგენტები. ის ხლეშეკრულება,რომელსაც ახსენებენ,არავითარ კანონიერ დოკუმეტს არ წარმოადგენს. საქართველო გაერომ აღიარა მეოცე საუკუნის დადგენილი საზღვრბით. ეს საზღვრები კი რაც რუკაზე ხედავთ ის არის. აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ ჯერ და მერე ვიფიქროთ,კახზე,ზაქათალაზე,ლორეზე,ტაო-კლარჯეთზე,სოჭზე. შეგახსენებთ,რომ ლაგოდეხში ძალიან ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს და თქვენი აზრით რატომ? იმის შანსი უფრო დიდია,რომ ლაგოდეხის ტერიტორია დავკარგოთ,ვიდრე ჰერეთის ისტორიული მიწები დავიბრუნოთ. ასეთივე სიტუაციაა სამცხეში,აჭარაში. ეს არის ხელოვნურად დადებული ნაღმები,რომლებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ლაგოდეხში აზერბაიჯანელთა რიცხვი უკვე აჭარბებს ქართველების რიცხვს. ადგილობრივი ხელისუფლება ყურსაც არ იბარტყუნებს და ქართველთა უფლებები ამ რაიონში ყოველდრე ირღვევა. ყოფილი ოსური სოფლები თითქმის აითვისეს აზერებმა. ყველაზე კარგი მიწები და სავარგულები აზერების ხელშია. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: როდესაც ერთი ქართველი მოქალაქე აიდი პირადობის აღებას ცდილობდა,მას დასჭირდა 2 ადამიანის დასტური,რომ ნამდვილად ლაგოდეხში ცხოვრობდა,ხოლო აზერბაიჯანელს კი არ სჭირდება. წარმოგიდგენიათ,ქართველის ცხოვრება უფრო გასაკვირია ლაგოდეხში,ვიდრე აზერის. თქვენ ჰერეთზე ფიქრობთ?! ნეტა,ისიც არ დავკარგოთ რაც გვაქვს
0 1 1