x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96580
  • ვიდეო:343680
  • სურათი:458451
ვანო მერაბიშვილს პროკურატურა დაკითხავს
ვანო მერაბიშვილი ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიასთან და ვასილ სანოძესთან დაკავშირებით შსს ედავება და პროკურატურას გამოძიებისთვის მასალებს უგზავნის.

საქმე ეხება 2006-2008 წლებში ვანო მერაბიშვილის მხრიდან განხორციელებულ უკანონობას. კერძოდ, ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

დათა ახალაიავასილ სანოძე
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სასამხურებრივი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შს მინისტრის ბრძანება დათა ახალაიასა და სანაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ატარებდა მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს და გამოცემული იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაკმაყოფილებული ყოფილიყო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნა ამ პირების თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.


"სინამდვილეში ახალაია და სანოძე თითქმის 2 წლის განმავლობაში სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს. მათ ხელი მუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძის შეჩერებული სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე.
"შესაბამისად საქართველოში შს მინისტრის მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებრივი ფუნქციონირების ისტორიაში", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მისივე თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. შემოწმებული მასალები რეაგირებისთვის. მისი თქმით, დღესვე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას.
დათა ახალაიამ და ვასილ სანოძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს.


სანდრო გირგვლიანისანდრო გირგვლიანი

















სანდრო გირგვლიანი

4
2826
4-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
2826
  
2012, 1 დეკემბერი, 4:30
მოკალით !!!!!!!!!!
2012, 29 ნოემბერი, 10:14
დაისაჯოს ეგ სატანისტები
2012, 28 ნოემბერი, 10:28
ფოთში ღორმუცელა სააკაშვილმა 16 ბოთლი კოკა-კოლა რომ დალია ერთბაშად და საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ფაქტი გია ბარამიძესა და ვანო მერაბიშვილსაც კარგად ემახსოვრებათ.
აი ჩვენი მთავრობის სახე
2012, 24 ნოემბერი, 22:02
სანამ დამკვეთები არ მოიკვეთებიან მანამ არ Gვეშველება.. და ერთი შეკითხვა პეიბოქსებს ვინ აკონტროლებს იქნებ იცოდეთ გაგვატყავესსსსსსსსსსსსსსსს
0 1 4