x
მეტი
  • 25.09.2018
  • სტატია:80915
  • ვიდეო:333196
  • სურათი:438314
ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა- თინათინ ბაუმი

image
გაეროს ბავშთა ფონდმა საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესახებ კვლევა წარმოადგინა. კვლევიდან ირკვევა, რომ 2015 წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა. 2017 წელს მოსახლების 5% ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი, ეს მონაცემები 2, 1 % იყო.

კვლევიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ბავშვების 6, 8% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, 2015 წელს - 2, 5%.

პენსიონერების 3, 7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, როდესაც 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1, 7% იყო.

„2015 წელთან შედარებით, 2017 წელი გვიჩვენებს, რომ სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა. კვლევა ცხადყოფს, რომ არსებობს სხვადასხვა მიმართულებით სტრუქტურული პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის, განათლების მხრივ და ეს ყველაფერი მოითხოვს თანამიმდევრულ და დიდ რეფორმებს“ - განაცხადა გაეროს საბავშვო ფონდის UNICEF-ის წარმომადგენელმა თინათინ ბაუმმა.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0