x
მეტი
  • 26.09.2018
  • სტატია:80955
  • ვიდეო:333232
  • სურათი:438342
საკანალიზაციო ჭის თავსახურავის მოპარვა ქურდს ძალიან ძვირი დაუჯდა, რის გამოც 3 წლის მერე ბერად აღიკვეცა

image გახსოვთ ალბათ შევარდნაძის პრეზიდენტობის წლები, რა დროსაც განუკითხაობა, სიბნელე, კრიმინალი და სხვა ბევრი უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში.
ჯართად ჩაბარების მიზნით ღამით მიცვალებულების საფლავის ღობეებს ხსნიდნენ და ალუმინს ცალკე აბარებდნენ, რკინის დეტალებს ცალკე.
მაღალი ძაბვის ხაზების ჩამოყრა ავტომატის ჯერით ლამის "მოდად" იყო ქცეული, სოფლის ბოლოში მდებარე ტრანსფორმატორების მოპარვაზეც არ ამბობდა უარს ბევრი გარეწარი.
რკინიგზის ლიანდაგებს კი დღისით–მზისით ჭრიდნენ საჭრელი აპარატით, ქალაქში ტროლეიბუსის ხაზი, რომელიც სპილენძის გახლდათ სულ რამდენიმე კვირაში ისე დაჭრეს და გაიტანეს ქალაქიდან კაციშვილი არ დაუკავებიათ ამის გამო.
ათამდე ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცი შეეწირა სადენების მოპარვის მცდელობას.
განსაკუთრებით "მომგებიანი" და "უსაფრთხო ბიზნესი" საკანალიზაციო ჭების თუჯის მძიმე თავსახურავების მოპარვა გახდა, რადგან მოპარვას მცირე დრო ჭირდებოდა და არც დენის "დარტყმის" საშიშროება იყო.
ქალაქში იშვიათი იყო ქუჩა სადაც საკანალიზაციო ჭაში გრძელი ჯოხი არ იყო ჩაშვებული წითელი ნაჭრით თავში, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ჭას თავსახური არ ჰქონდა და მანქანის მძღოლი და ქვეითად საღამოს მოსიარულე ადამიანები უნდა მორიდებოდნენ.
ქალაქის ერთერთ ქუჩაზე ერთ ბნელ ღამეს ჯართზე "მონადირე ბიზნესმენმა" მისი ქუჩის თავში ეულად დარჩენილი საკანალიზაციო ჭის თავსახურავი მოიპარა.
ქურდობის ფაქტი ახლოს მცხოვრებმა ოჯახმა დააფიქსირა, მაგრამ აბა ვისთვის უნდა მიემართათ საჩივრით, მილიციას არავინ ეკითხებოდა რამეს და ვისაც ეკითხებოდა ისინი წილში ჰყავდათ ჯართის "ბიზნესმენებს".
ქურდმა სახლისკენ ურიკით გააგორა საკანალიზაციო ჭის თავსახური, ქურდმა აბა რა იცოდა რამხელა ტრაგედიად დაუჯდებოდა ეს ავკაცობა.
იმავე ღამეს თბილისიდან საკუთარი მანქანით და ორსული მეუღლით მშობლების სანახავად ჩამოსულ ახალგაზრდას (ჯართის ქურდის შვილზეა საუბარი) მანქანის წინა საბურავი ღია ჭაში ჩაუვარდა და მანქანა ამობრუნდა, მანქანის მინების დამტვრევის ხმაზე ქუჩის მცხოვრებლები გამოვიდნენ ქუჩაში და საშინელი რამ იხილეს, სახურავით ასფალტზე დანარცხებულ მანქანაში ორი გონდაკარგული ადამიანი იპოვეს. ფანრების მინათების მერე მეზობლებმა იცნეს მეზობლის შვილი და რძალი, სამაშველო სამსახური აბა სად იყო იმ დროს და მეზობლები ვის როგორც შეეძლო ისე ცდილობდა დაშავებულების მანქანიდან გამოყვანას.
კარგა ხნის წვალების მერე დაშავებულები, როგორც იქნა გამოიყვანეს და ქალაქში ერთადერთმა სასწრაფო დახმარების მანქანამაც მოაღწია, ორივე დაშავებული ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულების მშობლებმაც გაიგეს მეზობლისაგან თუ რა მოხდა და საკანალიზაციო ჭის თავსახურავის წამღებმა დასაკლავი საქონელივით იბღავლა: მომკალით ვინმემ, მე დავღუპე შვილი და რძალიო.
სამწუხაროდ ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად ორსულ გოგოს შვილი ვერ შეუნარჩუნეს, ხოლო მის ქმარს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
საკანალიზაციო ჭის თავსახურავის ქურდმა კი საკუთარი ფეხით მიაშურა მილიციას და აღიარებითი ჩვენება მისცა, სასამართლომ მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ციხიდან გამოსული კი სახლში არ დაბრუნებულა, ერთერთ მაღალმთიან რაიონში არსებულ მონასტერს მიაშურა და 2 წლიანი მორჩილად ყოფნის მერე ბერად აღიკვეცა.

0
195
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0