x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სიმსუქნის ჰორმონები-ანუ რატომ ვერ ვიკლებთ წონაში
image

მამაკაცები ქალებზე გაცილებით მალე ახერხებენ წონაში დაკლებას. ეს ფაქტი დიდი ხანია დამტკიცებულია დიეტოლოგების მიერ და კამათსაც არ იწვევს, მაშინ როცა ქალები წლობით იტანჯებიან დიეტებით, ოფლს ღვრიან სპორტდარბაზებში და შედეგი ზოგჯერ შეუმჩნეველია. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი მალევე იკლებს წონაში, ზოგს კი ამისთვის თვეები და ზოგჯერ წლებიც კი სჭირდება?


და არასოდეს გიფიქრიათ, რომ შესაძლოა ამაში დამნაშავე თქვენი ჰორმონები იყოს?

image


წესი “ნაკლები ჭამე და ბევრი იმოძრავე"-მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. წონაში მატების ძირითადი მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ჰორმონალური დისბალანსია. ჰორმონების გავლენა ადამიანის ორგანიზმში აისახება მეტაბოლიზმის სიჩქარეზე, გაძლიერებულ მადაზე, წონის მატებასა და კლებაზე და სხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე. სწორედ ამიტომ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ სანამ დიეტას დაიწყებთ, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ.


ამ სტატიაში გეტყვით, თუ რომელი ჰორმონები არიან დამნაშავე იმაში, რომ წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ და რომელი ანალიზები უნდა ჩააბაროთ, რომ ენდოკრინული პათოლოგიები გამოირიცხოს.


რომელი ჰორმონები ახდენენ წონაზე გავლენას


1. ლეპტინი


ეს ჰორმონი მადას არეგულირებს და ენერგეტიკული გაცვლის პროცესზე აგებს პასუხს. მას სიმაძღრის ჰორმონსაც უწოდებენ. ლეპტინის დაბალი დონე მადის გაძლიერებას და სიმსუქნეს იწვევს.


თუ ადამიანის უჯრედებში ბევრი ცხიმია, ლეპტინის დონე იზრდება და ტვინი იღებს ბრძანებას -“საკმარისია ჭამა". თუმცა, ლეპტინის დიდი რაოდენობა თრომბის განვითარების საფრთხეს ქმნის.



2. გრელინი


ეს ჰორმონი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გამომუშავდება და შიმშილის გრძნობას იწვევს. გრელინი ახდენს ნერვული სისტემის სტიმულაციას და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. თუ თქვენ ხშირად ჭამთ, ე.ი. გრელინის დაბალი შემცველობა გაქვთ, თუმცა ამ დროს ადამიანს შფოთვა და დეპრესიული სტრესი ეწყება. ჭამის დროს მომატებული ჰორმონის დონე კი ამ შფოთვას ხსნის. ერთგვარი ჩაკეტილი წრე გამოდის - დიეტის შემდეგ ადამიანს ცხოველური მადა და შიმშილის შეგრძნება უვითარდება, რომლის დაძლევაც ძალიან უჭირს.


ამიტომ, დღეში 4-5 ჯერ მეტად არ უნდა ჭამოთ და აქედანაც, ორი ჭამა მსუბუქი წახემსება უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საუზმეს. საუზმე აუცილებელია.image

3. ესტროგენი და პროგესტერონი


ქალური სასქესო ჰორმონები თავს 45 წლის მერე იჩენენ, როცა მენოპაუზა იწყება. ესტროგენის დაბალი დონე ხელს უწყობს ცხიმის ჩალაგებას მუცლის არეში. პროგესტერონის დაბალი დონე კი სხეულში სითხის შეკავებას და მისი მასის გაზრდას იწვევს.

image

4. ტესტოსტერონი


ტესტოსტერონის მაღალი დონე მენსტრუაციის დარღვევისა და საკვერცხეების პოლიკისტოზის მიზეზია. შედეგად, უკონტროლოდ იმატებს სხეულის მასა, თმიანობა სახეზე, აკნე, ვითარდება უნაყოფობა. მენოპაუზის დროს დაქვეითებული ტესტოსტერონი შემცველობა კი ნივთიერებათა ცვლის პროცესს ანელებს, რაც ასევე სიმსუქნის მიზეზი ხდება.



5. ინსულინი


ინსულინი კუჭქვეშა ჯირკვალში გამომუშავდება და დიდ როლს ასრულებს ცხიმების გაცვლაში. ინსულინი ახდენს ზედმეტი შაქრის გადამუშავებას ცხიმოვან უჯრედში. თუ ტკბილეული გიყვართ, გახსოვდეთ, მისი ჭარბად მიღება მკვეთრად ზრდის ინსულინის დონეს და შედეგად, გვერდებში ზედმეტი კილოგრამები ჩნდება.

image

6. თირეოიდული ჰორმონები


წონაში მატებას ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევაც იწვევს. თირეოიდული ჰორმონები ცხიმების დაშლის აქტივატორები არიან. ამ ჰორმონების დაბალი დონისას ჰიპოთირეოზი ვითარდება, დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ძლიერ და არათანაბრად სუქდება. ჰიპერთირეოზის დროს კი ძლიერი გახდომა ვითარდება.



7. სომატოტროპინი


სომატოტროპინი სიმაღლის ჰორმონია, რომელიც გახდომას უწყობს ხელს. ნორმის ფარგლებში ის ხელს უშლის ცხიმების დაშლას, მისი დაბალი შემცველობა კი ორგანიზმში ყველა პროცესს ამუხრუჭებს.image

8.კორტიზოლი


კორტიზოლს სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ. მის ზრდას სტრესი და არასაკმარისი ძილი უწყობს ხელს. მომატებული კორტიზოლი კი მადას აძლიერებს. ის, ვინც ხშირად განიცდის სტრესს, ხშირად იმატებს წონაში ისე, რომ ბევრს არც ჭამს. ეს მეტაბოლიზმის მოშლასთანაა დაკავშირებული, რომელსაც თავის მხრივ ნერვული დაძაბულობა იწვევს.



ენდოკრინული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სასქესო ჰორმონების მაღალი დონე მჭიდროდაა დაკავშირებული წონის პრობლემებთან.


პათოლოგიის გამოსავლენად, ან გამოსარიცხად, სპეციალური ლაბორატორიული კვლევა უნდა ჩაიტაროთ.image

რა ანალიზები უნდა ჩააბაროთ, როცა წონაში ვერ იკლებთ



1. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები: თიროქსინი (T4 და ტრიიოდთირონინი(T3)

2.თირეოტროპული ჰორმონი TSH

3. სისხლში გლუკოზის შემცველობა

4.გლიკირებული ჰემოგლობინი

5. ინსულინი და С პეპტიდი

6.გლუკოზატოლერანტული ტესტი

7. ესტრადიოლის დონე

8.კორტიზოლის დონე

9. ტესტოსტერონის დონე

10.ფოლიკულმასტიმულირებელი და ლუთეინის ჰორმონი



ქალის ორგანიზმი მუდამ ჰორმონების განკარგულებაშია. შემთხვევათა 70%-ში სიმსუქნე სწორედ ჰორმონების დისბალანსითაა გამოწვეული. სწორედ ამიტომაა სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელი, სანამ კვების რაციონს შეცვლიდეთ და სპორტდარბაზში ვარჯიშს დაიწყებდეთ.


0
1518
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0