x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
რატომ დააკავეს მარნეულის მერი?

imageბოლოდ დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა სრულიად საქართველო მოიცვა და გამონაკლისი არც ეთნიკური უმცირესობებისგან დასახლებული მარნეულის რაიონი აღმოჩნდა. 10 ივნისს საქართველოს დედაქალაქში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მარნეულის მკვიდრმა, ვინმე ელჩინ ა-მ, რომელიც ადრე პარტია " ქართული ოცნების" აქტივისტი და მარნეულის კოორდინატორიც კი ყოფილა, უსახო პირით აგინა მარნეულის მერს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც იქვე ჩაიწერა უცნობმა პირმა და მალევე სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეო, სადაც მოქალაქე მთავრობას და მისთვის არასასურველ პირებს აგინებს, ათეულათასობით ადამიანმა ნახა და ასევე 150 - ზე მეტი გაზიარება ჰქონდა ფეისბუქზე, რაც როგორც ირკვევა, შეუმჩნეველი არ დარჩენია ადგილობრივ ხელისუფლებას და დამამცირებელი, ამაზრზენი და ღირსებისა და პატივის შემლახველი ვიდეოს გამო მოქალაქე ელჩინ ა-ს, ანუ მას, ვინც მარნეულის მერს აგინა, სახე შარდით დააბანინეს და ბოდიში მოახდევინეს.

არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.imageგუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.
მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144 (3) მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
„2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე მარნეულში, ელჩინ ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.

სტუდია " მონიტორის" წარმომადგენელი კაბინეტში ესტუმრა აბაზოვს და იმ ვიდეოს ნახვა შესთავაზა, სადაც დამამცირებელი კადრებია ასახული, თუმცა მერმა ვიდეოს ნახვა არ ისურვა და კატეგორიულად უარყო აღნიშნული ვიდეოს არსებობა და რომ თითქოს მან არაფერი იცოდა. არა და, ზუსტად მარნეულის მერი ედგა სათავეში ამ დამამცირებელი და ადამიანის ღირსების შემლახველი ფაქტის აღსრულებას. სწორედ ამიტომ დააკავეს ის.

0
56
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0