x
image
ვიზა კოხაძე
ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარები დედაქალაქში დატრიალებულ ტრაგედიასთან, ახალგაზრდების შესაშურ კონსოლიდაციასთან, მთავრობის ფინანსურ დახმარებასთან და განადგურებულ ზოოპარკთან დაკავშირებით

imageსაქართველოს ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა და დღეს კი სამოქალაქო საზოგადოების წევრმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება და პირველი კომენტარები გააკეთა ჟურნალისტებთან. აი, რა თქვა მან ზოოპარკთან დაკავშირებით ( ტექსტს უცვლელად გთავაზობთ ) - " ზოგი ჭირი მარგებელია. ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არასდროს მომწონდა. 2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე და გარკვეული თანხები დავხარჯე. ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო."

მისი თქმით, ახლა მთავრობა იზრუნებს ზოოპარკის გადატანაზე, რაშიც, თავადაც დაეხმარება. თუმცა, ივანიშვილის მტკიცებით, ეს არ ნიშნავს, რომ ის ზოოპარკს ყიდულობს.

ის აგრეთვე გამოეხმაურა მომხდარ სტიქიას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ორგანიზაცია "მოქალაქის" ახალ პროექტთან - "სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად" დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე.ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქმე, რასაც ისინი აკეთებენ, ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს კარგი მომავალი, რომელიც მათ მტკიცე ხელებში გადის."საქართველოს ჰქონდა რთული დღეები. ჩვენ დავინახეთ, როგორი კონსოლიდაცია შეგვიძლია. ამ დღეებში მოვახდინეთ ასეთი გაერთიანება და თანადგომა, რაც თავისთავად აღსანიშნავია".

გარდა ამისა ივანიშვილი მთავრობას ფინანსურ დახმარებასაც დაჰპირდა: - "ფინანსთა მინისტრთანაც მქონდა საუბარი, მაინტერესებს ფინანსებს მობილიზების კუთხით როგორ აქვთ საქმე, არ აქვთ სახარბიელო მდგომარეობა, მე ზოგადად განვაცხადე და დღეს კიდევ გავიმეორებ, ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს, ეს ხელისუფლების საქმეა ძირითადად მთავრობის და ისინი აქტიურად ცდილობენ, რომ მოიძიონ რესურსები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ და დაფარონ ხარჯები...მე დავაფინანსებ რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება ".

0
624
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
624
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0