x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოგზაურობა დროში (ფაქტი დადასტურებულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ)

image


სახელგანთქმული ფსიქოლოგი კარ გუსტავ იუნგი (Carl Gustav Jung), დროის სივცითი პარადოქსების შესწავლის შემდეგ, სიცოცხლის ბოლოს (1961 წ.) იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფიზიკური სხეულის გადაადგილება დღევანდელობიდან – ჰორიზონტს მიღმა, ანუ წარსულში და მომავალში – იშვიათობას არ წარმოადგენს.
ამ ფენომენს მეცნიერმა რეალობასთან თამაში უწოდა. ეს არის მოვლენა, როდესაც მასში მონაწილე ყოვეთვის ვერ აცნობიერებს იმას, რომ უცნაური ფაქტის მოწმეა და ეს ყველაფერი, სიზმარში კი არა, ცხადში ხდება და უნდა ითქვას, რომ დოკ. იუნგი შეფასებაში არ შემცდარა... არსებობს არაერთი ცნობილი ფაქტი, რომელიც შეიძლება იმის ილუსტრაციად გამოდგეს, რომ კაცობრიობის ზოგიერთი წარმომადგენელი, თავისდა უნებურად, სხვა დროის და სივრცის რეალობის ათვისებას იწყებს. აქ წარმოდგენილი ფაქტი კი, იმითაც არის საინტერესო, რომ ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ არის შემოწმებული, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროს მეცნიერები შედიოდნენ და უცნაური მოვლენა, ნამდვილად მომხდარ ფაქტად არის აღიარებული. ხოლო, მეცნიერთა ხელმოწერები ნოტარიალურად არის დადასტურებული.

ეს ამბავი 1950 წ. ალასკაზე მოხდა. იმ წელს ზამთარი უხვთოვლიანი იყო და თხილამურებზე და ციგურებზე, მხოლოდ ბავშვები კი არა, უფროსებიც დადგნენ. კეტჩიკანის (Ketchikan) გარეუბანში ადგილობრივებმა ყინულის მოედანი გააკეთეს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ყოველდღიურად, სასრიალოდ, არაერთი ადამიანი მიდიოდა. სწორედ ამიტომ, იმაში რაც 14 იანვარს მოხდა, როდესაც დრო და გარემო არაერთხელ შეიცვად, 30 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა (ყოველ შემთხვევაში, არსებობს 30 ზრდასრული ადამიანის ჩვენება და სავარაუდოდ, საციგურაო მოედანზე ბავშვებიც იქნებოდნენ). მათ შორის იყო მწვრშნელი, ციგურებით სირბილიში, ჯურ კანი, რომელმაც მომხდარიდან, 2 დღის შემდეგ, ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ მძლავრი ნათურები, რომლითაც საციგურაო მოედანი ნათდებოდა, უეცრად ცისფერი და მოლურჯო ფერით აენთო, ხოლო შემდეგ, აფეთქება მოხდა და რამდენიმე წუთით, ირგვლივ ჩამობნელდა... ხოლო შემდეგ, მთელი არე კაშკაშა მზის სხივებმა გაანათა. მაგრამ, ეს უკვე ყინულის მოედანი კი არა, დაჭაობებული ადგილი იყო, გიგანტური ტროპიკული გვიმრებით:
ჰაერის მაღალი ტენიანობის გამო, სუნთქვა თითქმის შეუძლებელი იყო, ტანსაცმელი კი, მომენტალურად დასველდა. ჭაობის ზედაპირზე, როგორც ეკრანზე, პრეისტორიული ხვლიკები იყო გაყინული, რომლებიც ცხოველების განვითარების ისტორიის წიგნის ილუსტრაციებს ჰგავდნენ. ისეთი შეგრძნება იქმნებოდა, თითქოს ფიგურები ნაცრისფერი ცვილისგან იყო გამოძერწილი და ხელოვნურად გამოიყურებოდნენ. მაგრამ, მოთუხთუხე წყალი, ტალახის ფანტანები და გოგირდის სუნი, იმის მტკიცებულება იყო, რომ ყველაფერი რეალურად ხდებოდა... უეცრად, ჰაერში, ფრთების ერთმანეთზე დარტყმის ძლიერი ხმა გაისმა და თავს ზემოთ, უზარმაზარმა ხვლიკებმა გადაიფრინეს.
ჯურ კანის მტკიცებით, სწორედ ამ ხვლიკებმა დააბრუნეს ის რეალობაში, ანუ განათებუ ყინულის მოედანზე. ამის შემდეგ, იქ მყოფებმა თავი ერთად მოიყარეს და ერთმანეთს მომხდარის შესახებ გამოკითხვა დაუწყეს. თუმცა, მათი საუბარი, პრეისტორიული დროის წუთიერი «შემოჭრით», კიდევ 3-ჯერ შეწყდა.
პროფ. სტივ გრეიდენმა (Steve Grayden), რომელმაც იმ დროის მოვლენები ახლიდან შეისწავლა და ყველა მოწმის ჩვენებას გაეცნო, 2007 წელს პრეს-კონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ «ეს ჰალუცინაცია არ ყოფილა, რადგან მოწმეები, მომხდარ უჩვეულო მოვლენას ერთნაირად აღწერენ, უმცირესი დეტალების ჩათვლით და რომ მათი მონათხრობი ერთმანეთს სრულად ემთხვევა».


სურპრიზები, რომლებსაც ჩვენი სამყაროს მეოთხე განზომილება, – დრო გვთავაზობს, ნამდვილად რომ შოკისმომგვრელია. ამერიკელი ჟურნალისტი და არაერთი წიგნის ავტორი ჯონ კილი (John Alva Keel), რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მისტიკის და უფოლოგიის სფეროში მუშაობდა, დარწმუნებული იყო, რომ დროსთან დაკავშორებული უნიკალური მანიპულაციები ყოველწლიურად ხდება და რომ ჩვენს დროში დაკარგული ადამიანების დიდი ნაწილი დრომ შთანთქა და არა სხვა ძალამ.

imageimageimageimageimageimageimage






0
625
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0