x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ფოთის საკრებულომ ხალხს ცხოველებთან და ფრინველებთან სქესობრივი აქტი აუკრძალა

რამდენიმე დღის წინ ფოთის საკრებულომ გამაოგნებელი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ეკრძალებათ შინაურ ცხოველებთან ზოოფილური აქტი. ამ დანაშაულის ჩამდენზე გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლი, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკად მოპყრობას, რამაც მისი დასახიჩრება ან დაღუპვა გამოიწვია. აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ერთი წლის ვადით.

ამ ფაქტმა გამოიწვია მოქალაქეები გაღიზიანება, ისინი ქალაქის ხელმძღვანელობას მიუთითებენ სხვა უფრო მნიშვნელოვან და საჭირბოროტო თემებზე გაამახვოლონ ყურადღება, რაც მოსახლეობას აწუხებს.

თემაზე კომენტარი გააკეთა პარტია"თავისუფალი საქართველოს" წევრმა გოგი წულაიამ. მისი თქმით
“ძალით გვაღიზიანებენ. ამ ქვეყანაში, სადაც ასეთი პრობლემებია და ადამიანის სიცოცხლეს ვერ იცვავენ და ვერ იძიებენ, რა კატის სექსუალური აქტი მოუნდათ. ძალით გვაღიზიანებენ, რა. თითონ უნდათ, რომ დავამხოთ. სად მოიცალეს მაგისთვის. იქით დამჯდარი დამარხვაო. მეტი საქმე არაფერი არ აქვთ?

ერს, რომელსაც საკუთარი ქალი მონად ჰყავს საზღვარგარეთ გაშვებული და სახელმწიფო უცხოეთიდან გამოგზავნილ ფულებზე დგას, რისთვის სცალია. წყალტუბოში ფრთები არ უნდა დააჭრაო, აჟრიალებთ.. თაგვმა თხარა, თხარაო და კატა გამოთხარაო, ეგრეა ამათი საქმე”, – განაცხადა წულაიამimageimage


3
111
1-ს მოსწონს
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
111
  
2018, 11 ივნისი, 8:45
ნამდვილად სამარცხვინოები გახდნენ
2018, 10 ივნისი, 13:43
ეს საკრებულოები გასაუქმებელია,როგორც ავტომობილს არ სჭირდება მეხუთე ბორბალი,ისე საკრებულოები მერიებს.ჯერ ხომ დამჯდარი ასაფლავებენ მიცვალებულს ,ეხლა კიდევ ესეთი სისულელე....
2018, 10 ივნისი, 13:41
ამერიკის შტატების არ იყოს, გამოიწიონ გურიისკენ და დასაშვები იქნება ხო?:დდდ
0 1 3