x
image
ვიზა კოხაძე
"სიყვარული ბრწყინავს" - თინა კუნაკმა ვინსენტ კასელისგან საქორწილო ბეჭედი მიიღო
imageგასული თვის მიწურულს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 21 წლის თინა კუნაკის მინიშნება იმის თაობაზე, რომ ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ვინსენტ კასელმა მას ცოლობა სთხოვა. მოდელმა რამდენიმე ხნის წინ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე მსახიობთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა, რომელზეც მიმაგრებული ფაილის სახით ბეჭდის ფოტო იყო დამატებული. ახლა კი სოციალურ ქსელში მათი ურთიერთობის ამსახველი არა ერთი ფოტო გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ წყვილი თვითმხილველებმა ნიუ-იორკში, რესტორან "Cipriani" დააფიქსირეს. საჩვენებელ თითზე თინა კუნაკს დიდი ზომის ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებდა. სავარაუდოდ, ფრანგმა მსახიობმა თავად შეარჩია საქორწილო ბეჭედი. დასავლეთის მედიის ინფორმაციით, ქორწილი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ქალაქ ბიარიტში გაიმართება. ინსაიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მოდელი საქორწილოდ მდიდრულ სადღესასწაულო კაბას "ვიქტორ & როლფლის" (Viktor & Rolf) შეარჩევს.
image

შეგახსენებთ, რომ ვინსენტ კასელმა "ვიქტორია სეკრეტის" მოდელი 2015 წლის ზაფხულზე იბიცაზე გაიცნო. როგორც წყარო წერს, წყვილმა ერთ-ერთ საჩვენებელ ჩვენებაზე ოფიციალურად ამცნო საზოგადოებას თავიანთი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ. 2016 წელს ისინი პირველად წარდგნენ საზოგადოების წინაშე არა როგორც საყვარლები, არამედ როგორც "ძალიან მოსიყვარულე წყვილი". კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფრანგი მსახიობი თითქმის 20 წელი ცხოვრობდა ცნობილ იტალიელ მსახიობთან და ყველა დროის ყველაზე სექსუალურ მსახიობთან, მონიკა ბელუჩისთან. ყოფილ მეუღლესთან 20 წლიანი თანაცხოვრების შედეგად ორი შვილი - 12 წლის გოგონა დევა და შვიდი წლის ლეონი ჰყავთ.

წყაროს ინფორმაციით, თინა კუნაკს და მონიკა ბელუჩს ბევრი რამ აქვთ საერთო. თინაც, მონიკას მსგავსად, იტალიაში გაიზარდა. მამა არის მაროკოელი, ხოლო დედა დაიბადა და გაიზარდა სიცილიაში. მისი მშობლები 25 წელი ერთად ცხოვრობდნენ. მათი აზრით, თინა საუკეთესო მოდელი გახდებოდა: - " დედაჩემი ძალიან სერიოზულია და არასოდეს ყვირის, ნამდვილი იტალიელი დედაა. მამა კი უმკაცრესია, მაგრამ ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც რჩევებს ვეკითხები". ბელუჩის მსგავსად, თინამ დაიწყო სამოდელო კარიერა და როგორც ინსაიდერები ვარაუდობენ, არ არის გამორიცხული, მანაც საკუთარი ძალები მსახიობის პროფესიაში მოსინჯოს. ამჟამად მოდელი აქტიური სახეა სამოდელო დეფილეებზე.imageimageimageimage



2
217
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
217
  
2018, 9 ივნისი, 0:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 8 ივნისი, 22:04
და ეს არ არის პედოფილია?
0 1 2