x
image
ვიზა კოხაძე
ზეცაში "გარიგებული" ქორწინება
image
ფაქტი, რომელზეც მინდა მოგითხროთ, ცოტა ხნის წინ რუსულ საიტებზე გავრცელდა, რომელმაც უდიდესი სიხარული და ბედნიერი წუთები მომიტანა როგორც ამ სტატიის ავტორს, ასევე ჩემს უახლოეს გარემოცვას.თემა ეხება დანიელი ასტროლოგების მიერ გამოვლენილ 2013 წლის საუკეთესო საქორწინო დღეს.ექსპერტების აზრით, რომელიც გამოქვეყნებულ იქნა "კოპენჰაგენ პოსტ-ში ", ქორწინებისთვის ყველაზე საუკეთესო დღედ ამ წელიწადში ითვლება შაბათი - 7 სექტემბერი.

გარდა ამისა ასტროლოგებმა დაასახელეს დაქორწინების საუკეთესო დრო - დილის 10 საათი და 35 წუთი. ვარსკვლავთმრიცხველების განმარტებით ზუსტად ამ დროს მარსი და ვენერა ისე განლაგდებიან ცის კაბადონზე, რომ ისინი ამ განლაგებით საუკეთესო ზეგავლენას მოახდენენ მექორწინეებზე.

image
image
ყოველივე ზემოთ აღნიშნული პროგნოზებიდან გამომდინარე დანიურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გაუშვას შანსი ხელიდან და 7 სექტემბერს ყველა მსურველს შესაძლებლობა ეძლევა წინასწარი შეთანხმების გარეშე მოაწეროს ხელი.

და რაოდენ სასიხარულო და ამაღელვებელია ფაქტი, როცა სწორედ ამ დღეს ემთხვევა ჩემი მეგობრის ქალიშვილის ქორწილი, რომელიც ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე დაიგეგმა.თქვენ წარმოიდგინეთ და ხელის მოწერაც ზუსტად წინასწარი ჩაწერით ასტროლოგების მიერ მითითებულ დროს - დილის 10 საათსა და 35 წუთს ემთხვევა. ხელის მოწერის ცერემონია კი ქუთაისში - ბაგრატის დიდებულ ტაძარში გაიმართება.


უდიდესი სურვილი მაქვს, ზღვა სიხარული და ბედნიერება ვუსურვო პირველ რიგში ჩემებს, შემდეგ კი ყველას, ვინც ოჯახის შექმნა გადაწყვიტა .


image
image

4
217
18-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
217
  
2013, 1 აგვისტო, 13:38
ბედნიერებას და ულევ სიხარულს,სიყვარულს ვუსურვებ.
2013, 29 ივლისი, 11:52
მეც უსურვებ ბედნიერებააააააააააააას
2013, 29 ივლისი, 1:35
ბედნიერებას ვუსურვებ ჩემო კეთილო
2013, 29 ივლისი, 1:33
ვუსურვებ დიდ ბედნიერებაააააააას
0 1 4