x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გარკვეული ძალები სუს-ში, კერძოდ, სოსო გოგაშვილი და არა მარტო ის, ხელს აფარებენ გურამ შარაძის მკვლელებს-რუსუდან შარაძე
image
"ეს არის ტექსტი, რომელიც დღეს გადაცემაში წავიღე, მაგრამ ჩემი გურულობით, გავასწარი დაწერილს და ბევრი რამ გამომრჩა

„პირველ რიგში, უღრმესი მადლობა, რომ დამითმეთ დრო. როგორც არასდროს, ისე მჭირდებოდა სატელევიზიო ეთერი, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პირადად, სოსო გოგაშვილი ყველგან ბლოკავენ ამ ამბავს და გვბლოკავენ ჩვენ.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იგივე, სუსის (ანუ ყოფილი „კგბ“-ს) უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილე, რომელსაც, დღეს, მთელი ფაქტობრივი ძალაუფლება ხელში უჭირავს.
მე ეს კაცი აკვიატებული არ მყავს. მით უმეტეს, არავითარი შეხება და ინტერესი მისი არ მაქვს, რომლის გვარის მოხსენიებაც ხშირად მომიწევს და რომლის უწყებასთანაც, თავიდაპირველად, დახმარების თხოვნით მივედი.

რასაც ახლა გიამბობთ, იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დამყარებული.


გასულ კვირაში, სატელევიზიო გადაცემებში, გავიდა კახა მიქაიასა და სოსო გოგაშვილის სატელეფონო ჩანაწერის ფრაგმენტები. სრული ვერსია გავრცელდა ინტერნეტში, დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკა+“’შიც, მაგრამ არსად თქმულა მთავარი:

რა პრეისტორია ჰქონდა ამ ჩანაწერს და რატომ დაურეკა სოსო გოგაშვილმა, მაინცდამაინც, კახა მიქაიას; რა სასამართლოზეა საუბარი; რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს მამაჩემის მკვლელობასთან და პირადად, ჩემთან; რა პრეტენზია აქვს გოგაშვილს მიქაიასთან, რატომ ელაპარაკება მიქაია გაღიზიანებული და ა.შ...

უმჯობესი იქნებოდა, აქ, ჩემს მაგივრად, კახა იჯდეს, ის უფრო ამომწურავად გასცემდა პასუხს ყველა შეკითხვას. მესმის, რომ ძალიან დაძაბული კვირაა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებით და შემდეგ გადაცემაში მოიწვევთ. კახა ბევრ ისეთ დეტალსაც გეტყვით, რაზეც მე ახლა საუბარი არ შემიძლია. ამას გთხოვთ და მოგიწოდებთ არა მარტო თქვენ, არამედ, მთლიანად, პრესას, რადგან კახა მიქაია შავ სიაში ჰყავს ხელისუფლებას შეყვანილი.

როგორ დაიწყო ყველაფერი:
ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს, მოწმე, რომელიც არის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, მივიდა კახა მიქაიასთან და უამბო, რომ ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მასალები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სახით. მას ისინი გადამალული ჰქონდა საზღვარგარეთ.

საქმე მარტო მამაჩემის მკვლელობას არ ეხება. სულ არის ხუთი საქმე და ხუთივე ძალიან მნიშვნელოვანი.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოწმის მიერ დასახელებული საქმეები თუ გაიხსნა, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა საერთოდ გაქრებიან პოლიტიკიდან.

კონკრეტულად, რაც შეეხება გურამ შარაძეს, მოწმის თქმით, მას აქვს საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც შედგა მამაჩემის მკვლელობიდან მალევე. საუბარს ესწრებოდნენ: თავად მოწმე, დათა ახალაია, ლევან ქარდავა, “მასტერა“ და კუდის რამდენიმე თანამშრომელი. ჩანაწერზე, ზემოაღნიშნულ პირებს შორის საუბარია, თუ როგორ მოიშორეს „პროფესორა“, რაც მათ “პირველმა“ დაავალა. იქვე ისმის კითხვა, შემსრულებელი ხომ არ შექმნიდა რამე პრობლემას (ანუ ხომ არ მოეკლათ), რაზეც პასუხი უარყოფითია. მოწმის თქმით, ჩანაწერში დასახელებულია მამაჩემის მკვლელის ზედმეტსახელიც.

მოწმემ უთხრა კახას, რომ ის მზად იყო, წასულიყო საზღვარგარეთ, ჩამოეტანა მის ხელთ არსებული ყველა მასალა, ხელისუფლებას შეემოწმებინა და თუ გამოდგებოდა მტკიცებულებებად, ხაზგასმით ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ, ამის შემდეგ, დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნები.

რას ითხოვდა მოწმე თავდაპირველად:

ზუგდიდში არსებობს ერთი ქალბატონი, გვარად მიქავა, მოწმის ბიზნესპატნიორი. მას, თავის დროზე, ნაციონალებმა უკანონოდ წაართვეს მიწა. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, ამ ქალმა დახმარება სთხოვა მოწმეს, რომ სასამართოში ხელი არავის შეეშალა.

და აი, აქ იწყება მთავარზე მთვარი - ამ მიწის ნაკვეთზე, გარდა კანონიერი მფლობელი ქალბატონისა, იკვეთება დღვანდელი გავლენიანი ჩინოვნიკების ინტერესებიც. პირველ რიგში, ესენი არიან: სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა. ანუ მოწმე ითხოვდა, რომ ხელისუფლებას მოეგვარებინა ყველაფერი ისე, რომ ეს მიწა კიდევ სხვას არ ჩავარდნოდა უკანონოდ ხელში და დაჰბრუნებოდა კანონიერ მფლობელს.

მოწმის მოთხოვნა იყო, რომ ეს ყველაფერი კახა მიქაიას ეამბნა, მაინცდამაინც, უჩა მამაცაშვილისთვის, რადგან მოწმის თქმით, ამ საქმეების გამოძიებას სჭირდება პოლიტიკური ნება. მოწმემ ძალიან კარგად იცოდა, რა სიტუაციაა ჩვენს ძალოვან უწყებებში და მისი აზრით, ბიძინა ივანიშილის ჩარევის გარეშე, ამ საქმეებს მსვლელეობა არ მიეცემოდა.

რაც მთავარია, მოწმე თანახმა იყო, დისკრედიტაციის მიცემის შემთხევავაში, სასამართლოზე გამოსულიყო და პირზე დადგომოდა სააკაშვილის მაღალჩინოსნებს.

რა ქნა კახა მიქაიამ:
კახამ ჯერ დასვა ეს მოწმე, სრულიად ნებაყოფლობით და მოწმემ, კამერის წინ, ფაქტიურად, აღასარება ჩააბარა მას. ეს ვიდოეჩანაწერი სულ არის 56 წუთი.

კახამ შეასრულა მოწმის მოთხოვნა და ნახა უჩა მამაცაშვილი, რომელსაც იცნობს და პირადად აჩვენა ჩანაწერი.

კახასგან შემიძლია გითხრათ, რომ უჩა მამაცაშვილს არანაირი მონაწილეობა მიწასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში არ მიუღია. მისი რეაქცია იყო პოზიტიური, უნდოდა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა და სხვა საქმეებიც გახსნილიყო. ამიტომ, კახა გაუშვა სოსო გოგაშვილთან, რომელსაც კახა საერთოდ არ იცნობდა.
ისინი სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს.

გოგაშვილი კახას დაჰპირდა, რომ ყველაფერს გაარკვევდა. ამის პასუხად, სამეგრელოს ხელისუფლებამ და განსაკუთრებით, სამეგრელოს სუსმა, ყველა ღონე იხმარეს, რომ პირიქით მომხდარიყო. სუსმა მოახდინა უდიდესი ზეწოლა მიწის მფლობელ ქალბატონ მიქავაზე. პარალელურად, კახა მიქაიას გაუვრცელეს ხმები, რომ თავისი ფინანსური და ბიზნესინტერესები ჰქონდა ამ ქალბატონთან ერთად ამ მიწაზე.
ამ დროს, კახა მიქაია საერთოდ არ იცნობს ამ ქალს.
ცნობისთვის: ამ მიწის ნაკვეთზე, დღემდე მიდის დავა.

2017 წლის მარტში, კახა მხოლოდ, მას შემდეგ მოვიდა ჩემთან, რაც ჯერ თავად დარწმუნდა, რომ მოწმეს ნამდვილად ჰქონდა მასალები და სუსი და კერძოდ, სოსო გოგაშვილი ხელს უშლიდნენ საქმის გამოძიებას. კახამ მიამბო ყველაფერი და გადმომცა 56 წუთიანი ჩანაწერი, სადაც მოწმე კამერის წინ ღიად და ნებაყოფლობით საუბრობს.

მე შევხვდი მამაჩემის ძმის შვილს, ნიკა შარაძეს, რომელიც არის სუს-ის მაღალჩინოსანი. გადავეცი ეს 56 წუთიანი ვიდეო და ვთხოვე დახმარება… და ვიგებ? სუსის თანამშრომლები, თბილისდან ზუგდიდში ჩადიან მოწმესთან, აშინებენ და აშანტაჟებენ მას.

ეს რომ გავიგე, ჩემს ბიძაშვილს, ვუთხარი, რომ ჩემთვის ცნობილია ყველაფერი, თუ როგორ იქცევა სოსო გოგაშვილი და ხელთ მქონდა ყველა მტკიცებულება. არ მითქვამს, რას ვგულისხმობდი და კატეგორიულად მოვთხოვე, დაუყოვნებლივ მისულიყო სოსო გოგაშვილთან და გადაეცა ჩემი თხოვნა, შემხვედროდა. გოგაშვილი არაფრით დათანხმდა ჩემს წინადადებას. მაშინ, ისევ ბიძაშვილის პირით, შევუთვალე, რომ მაინც მოუწევდა ჩემთან დალაპარაკება, როდესაც კამერებით და ჟურნალისტებით მივადგებოდი, ხოლო, იქამდე წავიდოდი პროკურატურაში და მივცემდი ჩვენებას. მე და ჩემი ბიძაშვილი რომ ამ საუბრებში ვართ, პარალელურად, გაცეცხლებული სოსო გოგაშვილი ურეკავს კახა მიქაიას.

აი, ამიტომ შედგა ეს უკვე ყბადაღებული საუბარი.

კახას გაღიზიანება კი გამოიწვია გოგაშვილის ჩემთან შეხვედრაზე უარის თქმამ, საქმის გაჭიანურებამ და გოგაშვილის ტყუილებმა.

რა ვქენით ჩვენ:
2017 წლის ივლისის თვეში, კახა მიქაია, მოწმე და მე მივედით პროკურატურაში, მივეცით ოფიციალური ჩვენება და ჩავაბარეთ 56 წუთიანი ვიდეო მასალა.

საქმე ისაა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კოაბიტაცია, ყველაზე მტკივნეულად, სამეგრელოში იგრძნობოდა და იგრძნობა. კახას მთავარი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა. ვინც მიქაია-გოგაშვილის ჩანაწერს მოუსმინა, კარგად გაიგო, რა უნდა მიქაიას ხელისუფლებისგანაც და ნაცებისგანაც... პასუხად რა მიიღო? ჩამოგითვლით ფაქტებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჩემს მოთხრობილ ამბავთან:

- კახა მიქაია, რომელიც იყო “ოცნების“ ფრაქციის წევრი, ზუგდიდის საკრებულოდან გარიცხეს;
- მისი შვილი, ლაზარე სამსახურიდან დაითხოვეს;
- ზუგდიდის ცენტრში, კახას ნაჯახით გამოეკიდა დღევანდელი გუბერნატორის მოადგილის მამა, ახალაიას ყოფილი ზონდერი ოთარ კოდუა;
- საკრებულოს მანქანით, ფიზიკური თავდასხმა მოახდინეს კახას მეგობრებზე, ხოლო თავად კახას ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა, გრიგოლ მიქავამ, შუა ქალაქში, მანქანა დაუმტვრია;
- და ბოლოს, გეტყვით ყველაზე გასაოცარ ფაქტს: დათო სორდია, რომელიც გახლავთ ამ ამბების აქტიური მონაწილე და აქამდე იყო სამეგრელოს ფოსტის უფროსი, მეგობრებთან - საშკა მოლაშხია და ალიკა გეთიასთან ერთად, პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. უფრო რომ დავაკოკრეტო - 56 წუთიან ვიდო-ჩანაწერში, სადაც მოწმე კამერის წინ საუბრობს, თავად მოწმისა და კახა მიქაიას გარდა, კადრში ზის დათო სორდიაც.

სულ ცოტა ხნის წინ, დათო სორდიამ, კახა მიქაიასთან ერთად, მოიწვია პრესკონფერენცია, გაავრცელა ჩანაწერი, სადაც საქართველოს ფოსტის უფროსი, ლევან ჩიკვაიძე პირდაპირ ეუბნება, რომ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს, მაგრამ ეს პრესკონფერენციაც დაიბლოკა და თითქმის არავის გაუგია.

ჩვენ, ამდენი წელია, არაადამიანური ძალისხმევის შედეგად, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და მოთმინებით ველოდებით საქმის გამოძიებას. ჩვენ მოვდივართ, მხოლოდ და მხოლოდ, სამართლებრივი გზით.

ჩვენ გვინდა, მხოლოდ და მხოლოდ, შედეგი და არავითარი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები ჩვენ არ გვამოძრავებს. ჩვენ თავიდანვე ვუთხარით სუსსაც და პორკურატურასაც - გავიწევით გვერდზე, არ გამოვჩნდებით არსად, მიდით, თქვენ გამოიძიეთ, თქვენ გახსენით საქმე.

ჩვენ რომ პოლიტიკური სკანდალები გვინდოდეს, აქამდე ათასჯერ გამოვაქვეყნებდით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მასალას, განსაკუთრებით, იმ 56 წუთიან ვიდეოს, სადაც მოწმე ღიად საუბრობს. კიდევ ვიმეორებთ - იქ ისეთი ფაქტებია, რომ ამის მოსმენით საზოგადოებას ელის კიდევ ერთი ნამდვილი შოკი.

ვინც ახლა მისმენთ და ვისაც მიქაია-გოგაშვილის ჩანაწერი მოსმენილი გაქვთ, გეკითხებით, სოსო გოგაშვილის ქცევა ნორმალურია?
მისი საუბარი, ფაქტიურად, არის საქმის გარჩევა და პრეტენზია იმაზე, თუ რატომ მითხრა კახამ მე, შვილს რომ მამაჩემის მკვლელობაში ახალი “ოქროს“ მოწმე გამოჩნდა?!
რა პრეტენზია აქვს გოგაშვილს კახა მიქაიასთან და რა უფლებით სთხოვს პასუხს ამაზე? უფრო მარტივი არ იყო, დავებარებინე, შემხვედროდა, დავერწმუნებინე, რომ მოწმე იტყუება, რა უნდოდა ამას, მე ხომ მშვიდობიანად, დახმარების თხოვნით მივედი?

ამ და კიდევ სხვა ფაქტების გათვალისწინებით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გარკვეული ძალები სუს-ში, კერძოდ, სოსო გოგაშვილი და არამარტო ის, ხელს აფარებენ გურამ შარაძის მკვლელებს. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სააკაშვილისდროინდელ კადრებს, რომლითაც სავსეა დღეს სუსი, შეგნებულად არ სურთ გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება...

მიქაია-გოგაშვილის სატელეფონო ჩანაწერი, სამიოდე კვირის წინ, დავუგზავნე მთელ ხელისუფლებას, მაგრამ პასუხი, თითქმის, არავის გაუცია. ცოტა ხნის წინ, მივედი “ოცნების“ ოფისთან და უმორჩილესად ვითხოვე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. არ შემხვდა. იქით, კახა მიქაია ყველგან დაბლოკილია.
რატომ?

ახლა, ყველას გასაგონად: ჩვენ იმისთვის არ დავხოცილვართ, რომ პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალოთ.
უღრმესი მადლობა, რომ სამშობლოში დაბრუნების საშუალება მომეცით, მაგრამ დიდი ბოდიში, თუ ეს არ მაკმაყოფილებს. არც ის დაგავიწყდეთ, ვის სისხლზე და თავგანწირვაზე მოხვედით.
ეს, რაც შეეხებოდა საქმეს.

ახლა დღევანდელი ვითარებაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა:

ვუსამძიმრებ ყველა გაუბედურებულ ადამიანს, ვინც სამართალი დღემდე ვერ იპოვა. როგორ შეიძლება, არ მესმოდეს მათი?!
პროტესტის პირველ დღეს, თბილისში რომ ვყოფილიყავი, უსათუოდ მივიდოდი რუსთაველის აქციაზე, სადაც უამრავი გულწრფელი ადამიანი იდგა. მივიდოდი აგრეთვე, ვაკის პარკშიც.
ჩამოვედი და რა დამხვდა? ორად გაყოფილი, ერთმანეთზე დაგეშილი საქართველო. არ დაინდეს, ტალახში ათრიეს შვილმკვდარი მშობლები, გადაუარეს დაჩეხილ ბავშვებს. შეურაცხყოფილია ყველა ჭირისუფალი, აქეთაც, იქითაც და იმის იქითაც. აგდებულია და ლაფშია ამოსვრილი ყველაზე დიდი ტრაგედიები, ყველაზე სათუთი გრძნობები. ხდება ადამიანების სრული დისკრედიტაცია, ისე რომ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ტყუილ-მართალს.

სიმართლე გითხრათ, მეც ვაპირებდი აქციის გამართვას და სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა დამიჭირა მხარი, მაგრამ აღარ ვაპირებ. მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან:
ჩვენს მიერ, კედელზე მიყენებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, აქვს ერთადერთი გამოსავალი - მოახდინოს ჩვენი პიროვნული დისკრედიტაცია და ამით გააბაიბუროს ეს უსერიოზულესი მტკიცებულება და რაც მთვარია, ამით თავი გადაირჩინოს სოსო გოგაშვილმა.
მე ამის უფლებას მას არ მივცემ!

არავის მივცემ უფლებას, გააბითუროს გურამ შარაძის მკვლელობის საქმე და გაანიავოს ჩემი მორალური კაპიტალი, რომელიც სისხლით და ოფლით მიგროვებია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაველოდები ახალ პროკურორს. გამოძიებას კიდევ მივცემთ საშუალებას ნორმალური, კეთილსინდისიერი მუშაობისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს, მთავარ პროკურატურაში დევს ორივე ჩანაწერი და ორივეზე მაქვს დეტალური, ოფიციალური ჩვენება მიცემული.
ამას გარდა, სხვა ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მასალებსაც გადავცემთ პროკურატურას. აღსანიშნავია, რომ პროკურატურას ეჭვი არ ეპარება, რომ მოწმეს ჩანაწერები ნამდვილად აქვს.

და ბოლოს:
დღეს, ამ ეტაპზე, ჩვენ ვართ გამარჯვებულები! ჩვენ ჰაერზე არაფერი მოგვითხოვია, მოგიყვანეთ მოწმე, ჩაგაბარეთ ყველაფერი.
გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ დღეს, ჩვენ მტკიცებულებებით დავამტკიცეთ, კონკრეტულად, ვინ უშლის ხელს გურამ შარაძის მკველელობის საქმის გამოძიებას და რაც მთავარია, შთამომავლობისთვის, სამუდამოდ ჩავდეთ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ეს ყველაფერი.

ეს უკვე გამარჯვებაა!

ერთ მხარეს ვართ ჩვენ - კახა, მე და რამდენიმე ერთგული მეგობარი შიშველი ხელებით, ხოლო მეორე მხარესაა - სახელმწიფო თავისი ამოუწურავი რესურსებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი არ არის.

ჩვენ საქმისთვის თავის დანებებას არ ვაპირებთ.

გურამ შარაძეს მეორედ არავის მოგაკვლევინებთ!

რუსუდან შარაძე
07.06.201

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0