x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?- ნასას სკანდალური განცხადება
image

ნასამ გამოაქვეყნა მიშვნელოვანი განცხადება წითელი პლანეტის შესახებ. რა აღმოაჩინა მარსის ზედაპირზე მარსზემავალმა და იქნება თუ არა ეს აღმოჩენა მარსზე შესაძლო სიცოცხლის დამადასტურებელი? ამ საკითხებზე მსჯელობენ ნასას შტაბში ამერიკელი მკვლევარები.

როგორც ცნობილი ხდება, მარსის ზედაპირულ ფენებში აღმოჩენილია სამი კონკრეტული ტიპის ორგანული მოლეკულები.

ეს მოლეკულები შეიძლება იყოს სიცოცხლის შემქმნელი მატერიალი, მაგრამ შეიძლება, რომ ჰქონდეს განსხვავებული წარმომავლობა. მეცნიერები ჯერ ვერ იტყვიან, არის თუ არა მათი წარმოშობა დაკავშირებული ცოცხალ გარემოსთან.

"შეიძლება იყოს სამი შესაძლო წყარო, პირველი - სიცოცხლე, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, მეორე - მეტეორიტები და მესამე - გეოლოგიური პროცესები"- თვლიან მკვლევრები.


მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მარსის ზედაპირული ფენა შეიძლება შეიცავდეს მეთანს, რომელიც შეიცავს წყალის კრისტალებს და რომელსაც კლათრატამებს ეძახიან.

სავარაუდოდ, სეზონზე ცვლილებების დროს ტემპერატურის ცვლილებები იწვევს გაზის ამოფრქვევას და კონცენტრაციის შეცვლას.

მარსზემავალის სპექტრომეტრმა, რომელიც მარსის ზედაპირს უკვე 5 წელია აანალიზებს, დააფიქსირა მეთანის სეზონური ცვალებადობა. ამ ცვალებადობის კონცერნტრაცია ხდება სამჯერ.image

1
222
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
222
  
2018, 8 ივნისი, 3:44
ეს მართლა სენსაციაზე მეტია :)
0 1 1