x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ბანკეტის მთავარი ღირებულება კლასელების ერთად ყოფნაა და არა სუფრაზე დახვავებული საჭმელი.."იოსებ ბაჩიაშვილი

image
"წავიკითხე ერთი მშობელის პოსტი, რომელიც წერს, რომ სკოლის დამთავრების ბანკეტზე უსახრობის გამო 30 ბავშვიდან 20 მივიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველა ზნეობრივ ნორმას ხაზი აქვს გადასმული. ჯერ ერთი, რა გულით, რა სინდისით იქეიფა იმ 20-მა ბავშვმა. ან რა გააკეთეს ამ ოცი ბავშვის მშობლებმა, რა ასწავლეს თავიანთ შვილებს. ნუთუ არ შეიძლებოდა ისე მოეწყოთ, რომ ყველას შესძლებოდა გადახდა. ბავშვებს ერთობის და სოლიდარობის გრძნობა გაუქრეს. ასეთი შვილი მალე მიუტრიალდება თავის მშობელს და თუ ამ უკანასკნელს ფული აღარ ექნა, კინწისკვრით გამოაგდებს ქუჩაში და ღირსებიც იქნებიან. ნეტა რა სადღეგრძელოებს ამბობდნენ ეს შეძლებული პიჟონები. ან მასწავლებელი ან სკოლის დირექტორი რას აკეთებს. ბავშვებში განხეთქილება შეიტანეს და გული ატკინეს. 17 წლის ახალგაზრდა, ბავშვი აღარ არის და თუ ის ამ ასაკში ვერ ხვდება, რომ ამ ბანკეტის მთავარი ღირებულება კლასელების ერთად ყოფნაა და არა სუფრაზე დახვავებული საჭმელი, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ცნობიერება და ზნეობა უკვე დიდ დეფექტს შეიცავს და ეს გააკეთეს "კეთილისმყოფელმა" მშობლებმა. სულ რომ არ ყოფილიყო ბანკეტი და სადმე ექსკურსიაზე წასულიყვნენ ერთად, ის ჯობდა, ვიდრე ასეთი ბანკეტი და "დროსტარება"-წერს, საკუთარ გვერდზე პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, იოსებ ბაჩიაშვილი

4
144
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
144
  
2018, 8 ივნისი, 23:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 8 ივნისი, 23:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 8 ივნისი, 13:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 8 ივნისი, 0:37
ბოლო ზარზე გაჭრან ტორტი, გახსნან შამპანური (უკვე სრულ წლოვანები არიან და შეიძლება) გადაიღონ ფოტოები და დაიშალონ. რა საჭიროა ეს მარაზმი და გოიმობა.
0 1 4