x
image
ვიზა კოხაძე
ქურდებმა ბარსელონაში ჟერარდ პიკეს სასახლე გატეხეს

imageსკანდალური ქურდობა მოხდა ბარსელონაში, სადაც კოლუმბიელი მომღერლის შაკირასა და მისი მეუღლის ფეხბურთის ვარსკვლავის სახლი გატეხეს და გაქურდეს. როგორც წყარო წერს, წყვილი თავიანთ საქმიანობას ქალაქ გარეთ ანუ კოლუმბიელი მომღერალი ტურნეს მართავდა გერმანიაში, ხოლო ფეხბურთელი რუსეთთან მსოფლიო თასისთვის სამზადისში იმყოფება. მისი მშობლები მძინარენი იყვნენ, როდესაც ქურდებმა სახლი გატეხეს და ძვირადღირებული საქონლითა და სხვადასხვა დასახელების ნივთებით დატვირთულნი გავიდნენ შემთხვევის ადგილიდან.
imageროგორც ვრცელდება ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილი სახლში არ იმყოფებოდა, მათი ასაკოვანი მშობლები უვნებელნი და კარგად იმყოფებიან.

31 წლის კოლუმბიელი მომღერალი გერმანიის ქალაქ კოლნში კონცერტს მართავდა და რადგან ჟერარდ პიკე ემზადებოდა საფეხბურთო ტურნირის დაწყებისთვის რუსეთში, ისიც მეუღლის კონცერტზე გაემგზავრა გერმანიაში.პოლიციის ინფორმაციით, კრიმინალი ჩადენილი იქნა არაძალადობრივი გზით. სახლიდან გატანილია ფეხბურთელის ძვირადღირებული საათების კოლექცია, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო ფეხბურთელისთვის. imageimageimageასევე გატანილია უძვირფასესი საიუველირო ნაწარმი, რომელიც ოჯახის ძირითადი სიმდიდრე იყო.ცნობისათვის, წყვილის სასახლე, რომელიც 700 კვ.მეტრია, გარშემორტყმულია ათასობით ჰექტარი ბარსელონას "Esplugues de Llobregat".imageცნობილია, რომ ქურდებმა ისარგებლეს წვიმით და ზღვის შტორმით, რომელიც ხმას ჩაახშობდა და შესაძლებელია ისინი ან ფანჯრიდან ან კიდევ აივნიდან გადავიდნენ. ქურდებმა გამოიყენეს ეგრეთ წოდებული " silent method" - წყნარი მეთოდი, რომ უხილავნი ყოფილიყვნენ როგორც ოჯახის მოხუცი წევრებისთვის, ასევე ახლო მეზობლებისთვის.imageპიკეს მშობლებმა მხოლოდ მეორე დილით შეიტყვეს მომხდარის შესახებ, როცა გაიღვიძეს და სახლი თავდაყირა დახვდათ.რას აცხადებს ესპანური პოლიციის პრესსპიკერი: - " ასეთი ტიპის დამნაშავეები როგორც წესი ძალიან პროფესიონალურად მოქმედებენ, ისინი ჩვეულებრივად ხელთათმანებს და "balaclavas" ატარებენ".imageimageადგილზე ჩხრეკის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით დაპატიმრება არ მომხდარა. იმავე წყაროს ინფორმაციით თებერვლის თვეში ბარსელონაში "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელის ფილიპ ქუთტინოს სახლიც გაიქურდა, მაგრამ დამნაშავეები დღემდე არ დაუკავებია პოლიციას.ისევე, როგორც დღემდე ძებნაშია მადრიდის " რეალის" სუპერვარსკვლავის ლუის ფიგუს სახლის ქურდები, რომელიც 2016 წლის ნოემბერში მოხდა.ან კიდევ - ასევე მადრიდის "რეალის" კიდევ ერთი ვარსკვლავის რაფაელ ვარენეს სახლის ძარცვა ბარსელონაში. image


2
192
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
192
  
2018, 7 ივნისი, 13:15
modi da gaichine bevri megobari es linkia http://sev.ge/index.php
2018, 7 ივნისი, 13:04
ქურდები ქართველები იქნებოდნენ.
0 1 2