x
მეტი
  • 22.10.2018
  • სტატია:81870
  • ვიდეო:333866
  • სურათი:439128
მირზა სუბელიანი: „მირჩევნია ვიყო მკვდარი და ეს ბავშვები ცოცხალი, დანარჩენი მეასე ხარისხოვანია. მე დასაცავი არაფერი მაქვს“

image


ყოფილმა პროკურორმა მირზა სუბელიანმა ექვსთვიანი დუმილი დაარღვია და პირველი კომენტარი ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა. ვრცელ ინტერვიუს ტელეიმედი დღეს საღამოს 9 საათზე აჩვენებს. მანამდე ეთერში გავიდა მცირე ფრაგმენტი, სადაც სუბელიანი მომხდარზე წუხილს გამოხატავს.


„მე მირჩევნია ვიყო მკვდარი და ეს ბავშვები ცოცხალი, დანარჩენი ჩემთვის უკვე მეასე ხარისხოვანია“ - განაცხადა მირზა სუბელიანმა.


შეგახსენებთ, აქციაზე გაჟღერდა, თითქოს სუბელიანმა ქვეყანა დატოვა, თუმცა ორი დღის წინ ის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.


„არსად წასვლას არ ვაპირებ, მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდება ჩემთან მიმართებაში, რომ თითქოს მე და ჩემმა ოჯახმა ქვეყანა დავტოვეთ. პირველივე დღიდან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ახლაც მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი საპარლამენტო კომისიაში. წამოვიყვანე ჩემი ჩვილი და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. მე დასაცავი არაფერი მაქვს, აქ ვარ. თუ იქნება რაიმე კითხვის ნიშნები ჩემ მიმართ, მზად ვარ, პასუხი გავცე“, – განაცხადა მირზა სუბელიანმა.


ცნობისთვის: სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბი სწორედ სუბელიანის ოჯახის წევრებმა დაგეგმეს და ახლობლებს თავად მოუხმეს საქმის გასარჩევად, რასაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ჩაერთო სუბელიანი მისი ახლობლების დაცვის საკითხში, რის შედეგადაც მტკიცებულებების ნაწილი განადგურდა. სწორედ ამიტომ საზოგადოება მის დასჯას ითხოვს.

0
352
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0