x
აშშ-ში, ქალაქ ნიუ იორკში, ბრუკლინში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა , ხორავას ქუჩაზე №51 სკოლის მოკლული მოსწავლის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

image
აქციის მონაწილეები ითხოვენ, სათანადოდ იქნას გამოძიებული ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმე.


შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 9 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე არ დასწრებია.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალის მკვლელობაში ბრალდებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს, სარალიძის მკვლელობის ნაწილში ბრალი მოუხსნა. რის შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა. ის გამოძიებისგან ითხოვს სასწრაფოდ დაადგინონ მეორე პირი, რომელმაც მის არასრულწლოვან შვილს 11 ჭრილობა მიაყენა. რის გამოც მისი შვილი გარდაიცვალა. ზაზა სარალიძე ასევე ითხოვდა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას. საპროტესტო აქციიდან რამდენიმე საათში, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0