x
ლევან დადუნაშვილის მამა: თურმე სუს-მა მომაცილა! ვის მოაფიქრდა ამნაირი სისულელე! რაში დასჭირდათ?!

image
„ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენ რუსთაველის გამზირზე მიგიყვანათ სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა“ – აღნიშნული შეკითხვით მიმართა „TV პირველის“ ჟურნალისტმა ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას დავით დადუნაშვილს გადაცემაში სტუმრობისას. რაზეც დავით დადუნაშვილის პასუხი იყო შემდეგი:




„არავითარი სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანა არ ყოფილა. ზუსტად მაგაზე მოვედი და მაგის გასაშიფრად მოვედი აქ. მე ვიჯექი ჩემს სოფელში, ვუსმენდი ტელევიზიით გადმოცემას და როდესაც გაჟღერებულმა ფაქტმა აღმაშფოთა დავურეკე ჩემი ნათლიის შვილს, დავსხედით მის მანქანაში და წამოვედით. არავითარი სუს-ის მანქანა ის არ ყოფილა. ზუსტად მაგის დასაფიქსირებლად მოვედი აქ... მე არ ვიცი! ჩემი გამოსვლიდან ნახევარ წუთში, თურმე სუს-ის აგენტად მომნათლეს! მე საერთოდ გარიდებული ვიყავი ასეთ კომენტარებს. მე ჩემს მეუღლეს კიდევ ზედმეტი ტვირთი ავკიდე, რომ სასამართლოში დადიოდა და მე არ ვჩნდებოდი. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს, ისიც ადამიანია! მივედი იმის გულისთვის, რომ მეგონა გამიგებდნენ. ჩემი შემობრუნებიდან არ გასულა 5 წუთი და ვიგებ, რომ თურმე სუს-მა მომაცილა! ვის მოაფიქრდა ამნაირი სისულელე! რაში დასჭირდათ?!“ - განაცხადა დავით დადუნაშვილმა.




თუ რა უნდა ეთქვა ზაზა სარალიძისთვის აქციაზე მისულ დავით დადუნაშვილს, იგი აცხადებს:




„ნუგეში უნდა მიმეცა. მე ჩემი აზრი გამაჩნია. ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ხომ? მოდი ასე ხომ არ ჯობია... რაღაცას რჩევას ვკითხავდი, რაღაცა დარიგებას მივცემდი, ადამიანები ვართ... თუ ჩემი გულწრფელი აზრი გაინტერესებთ, ზაზა წამომსვლელი იყო ამ ლაპარაკზე, მაგრამ ვიღაც შავმაიკიანი მოყვებოდა, უჩქმიტა თუ უბრწკინა თუ რაღაც უქნა... ამ ყველაფერმა მართულის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე“.


1
244
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ლიპარტია
ანანო ლიპარტია
244
  
2018, 4 ივნისი, 12:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1