x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"..მახსენდება საყდრისი, ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა იყო და ხელისუფლებას შერჩა ყველაფერი.."-ეკატერინე სოხაძე

image
"ეტყობა ჩვენი საზოგადოება მართლა ავად არის, თანაც სერიოზულად! ამდენი ადამიანი გამოვიდა და თავისი სატკივარი თქვა, ის, რის გაკეთება სახელმწიფოს ევალება და რასაც ვერ უზრუნველყოფს, რაშიც, სხვათა შორის ჩვენ ხელფასებს ვუხდით და არც ისე ცოტას. რატომ არ ვუდგებით ზაზა სარალიძეს? ეს აქცია ნაციონალების ორგანიზებულია? ეს ამბავი ნაციონალებმა დადგეს? ქვეყანაში პრობლემები არ არის? ამ ხელისუფლებამ არ შექმნა ეს პრობლემები? ხელისუფლების კრიტიკა არ შეიძლება? მხოლოდ უსამართლოდ ხალხის ხოცვაა მათი პრეროგატივა? და იმიტომ არ მივდივართ, რომ რამოდენიმე ნაციონალი დაეთანხმა ამას? მაშინ მე გავჩუმდები, მართლაც, თუკი ჩვენ ამაზე მაღლა ვერ დავდექით, მაშინ ჩვენ ვართ ამ ქვეყანაში ასეთი ვითარების ღირსნი და ხვალ აღარ გაგვიკვირდეს უარესი ამბები! მახსენდება საყდრისი, ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა იყო და ხელისუფლებას შერჩა ყველაფერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაციონალები იცავდნენ საყდრისს! ასევე გავაგრძელოთ! მთავარია ნაცების აზრი! ქვეყანა ასე ვერ წავა წინ და ვერც ჩვენ!" - ეკატერინე სოხაძე

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0