x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
თაღლითები: ოთხნი ინგლისის ბანკის წინააღმდეგ.

ეს იყო ყველაზე გახმაურებული სკანდალი ფინანსურ სამყაროში, მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ოთხმა ახალგაზრდა ამერიკელმა გააცურა ბიზნესმენებს შორის ყველაზე სოლიდური და პატივსაცემი დაწესებულება __ინგლისის ბანკი__ აართვა რა მას 1 000 000 ფუნტი სტერლინგი რაც ამჟამინდელი მსყიდველობითი უნარით დაახლოებით მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია. ამ თაღლითობის ამბავი ჯერაც ჩამოურეცხავ ლაქებად რჩება ბანკის რეპუტაციაზე. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამimage მომხდარიყო? აი როგორ:

მსოფლიოს ფინანსური ბასტიონის წინააღმდეგ შეთქმულების მეთაური გახლდათ ოცდაშვიდი წლის ოსტინ ბაირონ ბიდუელი, ყოფილი ნიუ-იორკელი ბროკერი. თავის კოლეგა ედ უიდსთან ერთად ოსტინი დიდ ვალებში ჩაეფლო და მთელი რიგი წარუმატებლობები განიცადა უოლ სტრიტზე. საბოლოოდ გაკოტრებას ხელი შეუწყო ხელგაშლილად და ფუფუნებით ცხოვრების ჩვევებმაც 1872 წელს ორივე ახალგაზრდა იძულებული გახდა გაქცეულიყო ნიუ-იორკიდან, რათა კრედიტორებს დამალვოდნენ. ოსტინის ძმა__ჯორჯ ბიდუელი__ ადრეული ბავშობიდან ამჟღავნებდა კერძო მოქალაქეებისთვის ფულის წართმევის ხელოვნებისაკენ მიდრეკილებას, ხოლო 1872 წლისთვის უკვე მოესწრო სასჯელის მოხდა არარსებული სახლებით ვაჭრობის გამო. რადგანაც იმ დროისთვის სხვა საქმე არაფერი ჰქონდა, მან გადაწყვიტა გაქცეულებს შეერთებოდა. მათთან ერთად ლონდონში გაემგზავრა ჯორჯ მაკდონელიც __ არაჩვეულებრივად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობდა ექვს ენაზე, შესანიშნავად ხატავდა და ხელიდან წასული ყალბი ფულის მჭრელი გახლდათ.სწორედ სწორედ მან დაამზადა მთელი კომპანიისთვის თავიშ გასათანად დაახლოებით 40 ათასი დოლარის ოდენობის რამდენიმე ყალბი აკრედიტივი. ევროპაში რომ ჩავიდნენ, მეგობრებმა დაუყოვნებლივ ფულად აქციეს ისინი. ახლა მათ ჰქონდათ სასტარტო კაპიტალი. ოსტინმა, რომელიც კარგად იცნობდა საბანკო საქმის მექანიკას, შეიმუშავა ოპერაციის დაწვრილებითი გეგმა. თავდაპირველად მან გახსნა ანგარიში ინგლისის ბანკში __გამოგონილ __ სახელზე. მისი სამი თანამზრახველი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრა და დაეწყეს იქიდან სხვადასხვა ოდენობის ფულის ოსტინის ანგარიშზე გადმორიცხვა. ოსტინმა თავის მხრივ, მრავალჯერ გადაუგზავნა მათ ფული __ სხვადასხვა ბანკებში. ამგვარად, ბანკირებს ექმნებოდათ შტაბეჭდილება, რომ ამერიკელი მეტად დინამიურ ბიზნესს ეწეოდა. ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა ასობით ფინანსური ოპერაცია ერთი და იმავე ფულით. ბანკის ფხიზელი კლერკები აღარ ამოწმებდენ ოსტინის ჩეკებსა და სხვა ფინანსურ განკარგულებებს, რადგან ისინი მუდამ წუნდაუდებელი იყო. დადგა დღე როცა ბიდუელი მივიდა ბანკის მმართველთან და ერთ მსხვილ აქციაში __ ბრაზილიაში რკინიგზის მშენებლობაში __ დახმარება სთხოვა. ამ საქმეში თავის მომავალ კომპანიონთა შორის მან დაასახელა ბარონი შილდი და მისი დარეკომენდაციო წერილი აჩვენა. მმართველმა შესანიშნავად იცოდა ბარონის __ ევროპის ყველაზე მდიდარი კაცის ხელმოწერა დაერთი წუთითაც არ შეუტანია ეჭვი ქაღალდის სიყალბეში. მეორე დღეს ოსტინმა ბანკში მოიყვანა თავისი "ბრაზილიელი" კომპანიონიც __ მაკდონელი, რომელიც უნაკლოდ ლაპარაკობდა პორტუგალიურად და ესპანურად. მაკდონელმა გამოთქვა სურვილი ინგლისის ბანკში ანგარიშზე დაედო რამდენიმე ათეული ათასი ბრაზილიის ეროვნული ბანკის ფასიან ქაღალდებში. იმ დროს სატელეგრაფო კავშირი ევროპისა და სამხრეთ ამერიკას შორის ჯერ არ არსებობდა და დოკუმენტების შესამოწმებლად ფოსტისთვის უნდა მიემართათ. პასუხს სამ თვეზე ადრე ვერ მიიღებდნენ... 1 000 000 ფუნტის ოდენობის უზარმაზარი კრედიტი ნიუ-იორკში გადაირიცხა. რკინიგზის მშენებლობა მომგებიანი. მაგრამ არც თუ სწრაფი საქმე იყო, ამიტომ ინგლისის ბანკი მოთმინებით აღიჭურვა. თანდათანობით მიდიოდა ფინანსური განკარგულებები ოსტინისგან და ბოლოს მის ანგარიშზე ერტი პენსიც არაღ დარჩა მალე როტშილდთან მიმოწერაში ინგლისის ბანკის მმართველი დაინტერესდა ბრაზილიის საქმეში ბარონის მონაწილეობის ხარისხით. ფრანგი ფინანსისტის გაოცებამ, ამ შეკითხვას რომ მოჰყვა, მის ინგლისელ კოლეგას თვალები აუხილა. ამას მოჰყვა სკანდალი, რომელმაც თავზარი დასცა ლონდონს. იაფფასიანმა თაღლითებმა გააცურეს ყველაზე აყვავებული ბანკი მსოფლიოში! ერთი წლის შემდეგ წმინდა შემთხვევითობის წყალობით, მარჯვე ამერიკელები დააპატიმრეს, __ ოსტინს ამსტერდამში ბრილიანტების განტქმულ აუქციონზე წასვლა მოეპრიანა... ყველა თაღლითმა გრძელვადიანი სასჯელი მიიღო, მაგრამ 1872 წლის შემთხვევის ხსენებისას ინგლისის ბანკის მოხელეები დღესაც ჭითლდებიან და დუმილს ამჯობინებენ.

1
196
3-ს მოსწონს
ავტორი:პონიქსა
პონიქსა
196
  
0 1 1