x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
სასწრაფო დახმარების ექიმს თვალი ამოთხარეს

imageგუშინ საზარელი რამ მოხდა ქუთაისში, სასწრაფო დახმარების ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა.სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან 7-8 წუთში მივიდა ჩეჩელაშვილების ოჯახში. როდესაც სასწრაფო დახმარება მივიდა მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ 84 წლის პაციენტი. ექიმსა და ექთანს გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ნათესავები მძიმედ გაუსწორდნენ იმიტომ, რომ სასწრაფო დახმარებამ ვერ შეძლო 7-8 წუთზე ადრე მისვლა და პაციენტის გადარჩენა. ამ იცნციდენტის შედეგადექთანმა ირმა სარალიძემ და ექიმმა დავით გიორხელიძემ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. დაზარალებულები სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. დავით გიორხელიძეს ოპერაცია გაუკეთდა და მარჯვენა თვალი დაკარგა. დაუშვებელია ასეთი რამ ხდებოდეს ქვეყანაში. რათქმაუნდა რთულია როდესაც სასწრაფო დაიგვიანებს და ამის გამო დაეღუპათ ოჯახის წევრი, მაგრამ გადარჩებოდა კი 84 წლის პაციენტი ცოტა ადრე რომ მისულიყვნენ? ამის გამო სასწრაფო დახმარების ახალგაზრდა ექიმი უთვალოდ დატოვეს და ექთანსაც ზიანი მიაყენეს. ამას ისიც დაემატა, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასეთი შემთხვევები წარსულს უნდა ჩაბარდეს და აღარ გამეორდეს, რადგან სასწრაფო დამხარების ექიმებიც ადამიანები არიან და შეიძლება გზაში რაიმე შემთხვევის გამო ცოტა დააგვიანდეთ, რათქმაუნდა ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ ზოგჯერ ასეა, 7-8 წუთზე მეტიც დაუგვიანიათ.

3
608
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
608
  
ვა,ეს რა გიქნეს ქუთაისელებმა,გაგძუყნეს ტო?სისხლი აიღე სიმონ,ეგ მაგათ როგორ უნდა შეარჩინო ტო...თვალი ამოგიგდეს?ერთი თვალის დედა....ნ,ვითმც არა გქონია ტო....შუშის თვალი ჩაიდგი,მაგრა მოგიხდება...
2012, 5 ივლისი, 18:27
ღირსი იქნებოდა ეგ ექიმი ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი თუ არ გადაიხდით წაიყვანეთ და დამარხეთო ცოცხალ ადამიანზე როგორ ეუბნებოდა პატრონს ექიმი.ეგეც მასეთი იქნებოდა და მიიღო კიდევაც
2012, 1 ივლისი, 15:47
SASHINELEBA ASETI MXECURI TAVDASXMA EQIMZE ROMEL OJAXSHI GAIYARDET ASETII ARAADAMINURI TVISEEEBIT SIRCXVILI QARTVEL ADAMNS ASET RAIMES ROM SHADIS IM OJAxis cevrs unda amotxaro orive tvali vinc es eqimi daaziana
0 1 3