x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ რეაგირებენ საზღვარგარეთ მემორიალის თუ კულტურული ძეგლის შეურაცხყოფის გამო

imageimage

საზოგადობაში რამდენიმე დღეა განსჯის საგანი გახდა და არ ცხრება კამათი 9 აპრილის მემორიალის თავზე მოცეკვავე ანა სუბელიანის გარშემო, ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გოგონას ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ აღშფოთების მიზეზი გახდეს, ნაწილისთვის კი ეს ქმედება კატეგორიულად მიუღებელია.ამ ფაქტიდან გამომდინარე მოდით გავიგოთ რა ხდება საზღვარგარეთ, როგორ რეაგირებს საზოგადოება თუ მთავრობა ანალოგიურ შემთხვევებზე, თუმცა სანამ მთავარ თემაზე გადავიდოდეთ შეგახსენებთ საქართველოს კანონს "შეკრებების და მანიფესტაციების" შესახებ: მუხლი 11-3

"დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა."

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114

image

1)2018 წლის იანვარში ოსვენციმის სასამართლომ 6 თვიდან 1 წლამდე ციხე მიუსაჯა ბელორუსიის 5 მოქალაქეს, რომლებმაც ისვენციმის საკონცეტრაციო ბანაკთან აქცია ჩაატარეს და ცხვარი დაკლეს, ამის გარდა მთავარ ორგანიზატორებს ადამ ვოლცკის და ნიკიტა ვოლოდკოს ჯარიმა 2000 ზლოტის(600$) გადახდა დაეკისრათ.

image

2)2015 წელს უკრაინელის სტუდენტის, ვლად კუჩერის დეპორტაცია მოხდა პოლონეთიდან მას შემდეგ, როდესაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჰოლოკოსტის მემორიალის მსხვერპლთან უხამსი ჟესტიკულაციითაა აღბეჭდილი.ამის გარდა კუჩერი სასწავლებლიდანაც გარიცხეს.

image




3)2014 წელს CNN-მა ბოდიში მოიხადა 6 თებერვალს გასული სიუჟეტის გამო, სადაც ბრეტსკის მემორიალს ერთ-ერთი ყველაზე უსახური მონუმენტების სიაში შეიყვანა.

"ჩვენ ვხდებით, რომ ომში დაღუპულ მეომართა მემორიალს "Мужество-ს", ძალიან ბევრი ადამიანისთვის დიდი ღირებულება გააჩნია, რისთვისაც ვიხდით ბოდიშს."

image



4)რუსეთში, პერმში პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა ვიდეო ბლოგერი ტეო ბლეიდი, რომელიც ომში დაღუპულთა მემორიალზე Тыл-Фронту, სკეიტბორდით დასეირნობდა და მარადიულ ცეცხლზე ფეხებს ითბობდა, რა სასჯელი გამოუტანეს სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ბლოგერს უცნობია.

image

image



5) ეგვიპტის ხელისუფლებამ დაინდო გერმანელი ტურისტი ანდრეი ჩისელსკი, ქვეყნიდან გამოაძევა და სამუდამოდ აუკრძალა ეგვიპტეში ვიზიტი, სინამდვილეში პირამიდაზე აცოცებისთვის ეგვიპტური კამონმდებლობა 3 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.

image




6) ისევ პირამიდები, 2017 წლის აგვისტოში ბელგიელი მოდელი მარის პაპენი ციხეში ჩასვეს პირამიდების მახლობლად შიშველი ფოტოსესიის გამო.

image




7)და ბოლოს....აშშ, 2011 წლის მაისი, ჯეფერსონის მემორიალზე ცეკვის გამო პოლიციამ დააკავა ტელეწამყვანი ადამ კოკეში( Adam Kokesh) და მისი რამდენიმე მომხრე.


0
1087
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1087
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0