x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
11 წლის ბიჭმა მამას 9 ათასი დოლარი მოპარა და იმ ფულით მეგობრებს საჩუქრები უყიდა

image


ამჟამად ყველა მშობელი დააჯარიმეს 'შვილები არასათანდოდ" აღზრდის გამო, ხოლო შსს-მ ბავშვები აღრიცხავაზე აიყვანა.


ისტორია კი ამა წლის ზაფხულში დაიწყო მინსკის(ბელორუსია) ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში, სადაც ოჯახებით ცხოვრობდნენ.



11 წლის არტიომი სანამ მამის სეიფიდან ფულს იპარავდა მისი თანატოლები ამ დროს "ატასზე" იდგნენ. მოზარდები კარგად ხვდებოდნენ, რომ დოლარებს მათ არავინ დაუხურდავებდათ, ამიტომ მცირე ეშმაკობა მიმართეს, მიდიოდნენ ლოთებთან და მცირე გასამრჯელოს ფასად(მაგ. ბოთლი არაყი) სთხოვდნენ ვალუტა გადაეხურდავებინათ.


ასე გაგრძელდა მთელი ზაფხული.არტიომი მეგობრებს უარს არაფერზე ეუბნებოდა.გინდა აიფონი? აჰა იყიდე.ველოსიპედი გინდა? კი ბატონო.ზაზუნა?არც ეგაა პრობლემა, სათითაოდ ყველას უყიდა.


მოპარული ფულით არტიომი დ ამისი მეგობრები მიირთმევდნენ პიცას, ერთობოდნენ ატრაქციონებზე.მოკლედ არაფერს იკლებდნენ.


-შვილო საიდან გაქვს ამდენი ფული-დაინტერესდა ერთ-ერთი ბიჭუნას დედა.

-პლაკატების გაკვრა გვთხოვეს და ფული გადაგვიხადეს-მოიტყუა ბიჭუნამ.


დედამ დაიჯერა, წავიდნენ და პლაზმური ტელევიზორი იყიდეს.


საზაფხულო არდადაგები ჩათავდა და ბავშვები სკოლაში მივიდნენ.პირველად პედაგოგებმა შეამჩნიეს, რომ ბავშვებს საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯიბის ფული ჰქონდათ.დაიბარეს მშობლები.

დაურეკეს არტიომოს მშობლებსაც.ამის შემდეგ არტიომის მამამ გააღო სეიფი და გაშრა.ფულის ნაწილი, დაახლოებით 9 000 დოლარი, რომელსაც ოჯახი ბინის საყიდლად აგროვებდა გაქრა.


მამაკაცმა მიმართა მილიციას, ეჭვი ჰქონდა არტიომის მეგობრებზე, თუმცა ვერც წარმოიდგენდა, რომ ფული საკუთარმა შვილმა მოპარა.


ისტორია ამით არ დამთავრებულა.მილიციაში ყველას მშობელი დაიბარეს და აიძულეს ნაქურდალი ფულით შეძენილი ნივთები დაებრუნებინათ, თუმცა არტიომის მამამ ნივთები ისევ უკან დააბრუნა და არტიომის მეგობრების მშობლებთან ნოტარიუსით გააფორმა ხელშეკრულება თანხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების შესახებ.


ორი მშობელი ამ პირობას დათანხმდა, თუმცა ერთ-ერთი ბიჭუნას დედა კონტაქტზე არ გამოდის.


-იმის გათვალისწინებით, რომ 11 წლის ბავშვებზე სისხლის სამართლის საქმე არ ვრცელდება, გასამართლდებიან ოთხივე არასრულწლოვანის მშობლები მუხლი 2- სტატია 205-ით "ჯგუფური ძარცვა", ამასათანავე ადმინისტრაციული კოდექის სტ.9.4 "შვილების არასათანდოდ აღზრდის"თანახმად, ყოველი ბავშვის მშობელი 210 რუბლით დაჯარიმდება.-აღნიშნა შსს-ს რაიონული განყოფილები პრეს-მდივანმა ტატიანა კოვალენკომ.









1
224
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
224
  
2016, 13 ოქტომბერი, 15:07
"ბრატვაზე" ზრუნავს ბიჭი. :)
0 1 1