x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
საიდან შემოედინება ამდენი ნივთიერება ასე თავისუფლად ქვეყანაში - ნათია ფანჯიკიძე მიმდინარე მოვლენებზე

საქართველოში მიმდინარე ამბებს აქტიურად ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე. ბოლო ორ დღეში მან რამდენი სტატუსი გამოქვეყნა, სადაც თავის აზრე გამოხატავს თუ როგორ და რას უნდა ვებრძოლოთ. უცვლელად გთავაზობთ ორ მათგანს:

image

ორი პოლიციელი (უფორმო, რომ დამზაფრავი განწყობა არ იყოს) დააყენონ მუდმივად ამ ორი კინკილა კლუბის კართან, გაჩხრიკონ შემსვლელები.
კლუბის დონეზე ეს პრობლემა ერთ თვეში გაქრება. ეს ყველაზე ადვილია კლუბების სიმცირის გამო. ტანკი და ვერტმფრენები აშკარად არაა საჭირო. მითუმეტეს არაა საჭირო კლუბების დემონიზება და გაქრობა.
იქნებ ამის შემდეგ ფრონტი ასე არ დაავიწროვონ, მთელი უბედურება კლუბის არსებობას არ დაბრალდეს და მთავარი სათავეები იპოვონ, საიდან შემოედინება ამდენი ნივთიერება ასე თავისუფლად ქვეყანაში.

მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:

ხომ ვიჩხუბეთ ღვედების გადაჭერაზე? ხომ გადავიჭირეთ? ხომ ვიჩხუბეთ სიგარეტის აკრძალვაზე? ხომ დავემორჩილეთ და მშვენივრად განხორციელდა? ე.ი. რა გამოდის? რომ სწორედ სპეცეფექტების, სასტიკი შოუების და თავ-პირის მტვრევის გარეშე გატარებული გადაწყვეტილება მუშაობს რეალურად და მართლა. ხოდა ასე ცემა-ტყეპის გარეშე გეთაყვათ, გადმოვიღოთ ამერიკის პრაქტიკა - პირადობის მოწმობას გთხოვენ ყველა კლუბში, სადაც ალკოჰოლი იყიდება. კომპლიმენტადაც ვთვლიდი, არასრულწლოვნად რომ მიმიჩნევდნენ, ეს ხუმრობით, რადგან რეალურად, სახეზე არც გიყურებენ, უემოციოდ ჩაკირკიტებენ საბუთებს. 21 წლამდე ადამიანს არ აქვს უფლება იყიდოს ალკოჰოლი და სიგარეტი, ისარგებლოს ღამის ცხოვრებით.
ონლაინ კაზინოებია გასაქრობი, ესეც არ დაგავიწყდეთ.
ონლაინ კაზინოებში არ კონტროლდება მომხმარებლის ასაკი.

0
296
4-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0