x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ნასა მარსზე 2020 წელს ვერტმფრენს გაგზავნის
2020 წელს ნასა პლანეტა მარსზე პატარა ვერტმფრენს გაგზავნის.წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მფრინავი აპარატის გამოყენების პლანეტა მარსზე.

'დისტანციურად კონტროლირებადი ვერტმფრენის შექმნის პროექტი ითვალისწინებს წითელ პლანეტაზე გაფრენას და მისი იშვიათი ატმოსფეროს შესწავლას.ვერტმფრენი იწონის 1, 8 კილოგრამს და პატარა ბურთის ზომაა, იგი აღჭურვილია მზის პანელებით და ბატარეებით."-ნათქვაია"ნასას" განცხადებაში.

ვერტმფრენს შეუძლია 10-ჯერ მეტი სიჩქარე განავითაროს დედამიწაზე მყოფ ვერტმფრენებთან შედარებით, ასევე, წარმატებით გაიარა გამოცდა და ავიდა 12 კმ-ის სიმაღლეზე.ეს ნიშნავს, რომ მარსის ზედაპირიდან 30 კმ-ის სიმაღლეზე შეძლებს ფრენას.

ვერტმფრენმა უნდა მიაღწიოს მარსის ზედაპირის იმ წერტილებამდე, სადაც ვერ მიაღწია მარსზემავალმა აპარატმა.


ნასა გეგმავს, რომ ექსპედიცია მარსზე გაუშვას 2020 წლის ივლისში, რომელიც პლანეტას მიაღწევს 2021 წლის თებერვალში.

ექსპედიციის მიზანია პლანეტაზე გეოლოგიური კვლევების ჩატარება და პლანეტის სასიცოცხლო ვარგისიანობის შეფასება.image


0
59
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0