x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508603
საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობა:-2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1მილიონ 170000-ით შემცირდება

გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%–ით შემცირდება, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის 30–35%-ით მატებაა მოსალოდნელი.

2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%–ით შემცირდება, 34%–ით გაიზრდება აზერბაიჯანის მოსახლეობა, სომხეთის – 7%–ით, ხოლო რაც შეეხება ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს და თურქეთს, მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 30–35%–ით გაიზრდება.

გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევით, თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვლება, დემოგრაფიული პერსპექტივა შემდეგნაირია: დღეს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა 4 მლნ 436400-ია, 2025 წლისთვის - 3 მლნ 917000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის - 2 მლნ 985000-მდე შემცირდება.

ქვეყანას 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება: საქართველოს მოსახლეობა 1 მლნ 170000 კაცით შემცირდება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 3 მილიონით მოიმატებს და 12 მილიონი გახდება, მატება იქნება ჩვენს მეზობელ სომხეთშიც.image


2
61
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
61
  
2018, 12 მაისი, 8:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 12 მაისი, 8:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2