x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ქართველი სტუდენტების მიერ "მათხოვრობით" ნაშოვნი სწავლის გადასახადი და განათლების სამინისტრო,რომელიც უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსებაზე ფიქრობს!
image

შეიძლება შეხვედრილხართ კიდევაც, თავისუფლების მეტროს წინ მდგარ რამოდენიმე ახალგაზრდას, დიდი პლაკატით ხელში, წარწერით -"მეგობარს ვუგროვებთ სწავლის გადასახადს" ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა სადაც მსგავსი გზით თანხის მოპოვება უკვე მოდაში შემოვიდა და მეტიც რაღაც გაურკვეველი ორგანიზაციებიც კი არის შექმნილი რომლებიც ამ გზით, მოტყუებით შოულობენ ფულს!. მაგრამ რამ აიძულა ახალგაზრდა გოგო ბიჭები ქუჩაში გამოსულიყვნენ და "ემათხოვრათ"?

თითოეული მათგანი სხვა და სხვა უნივერსიტეტის საკმაოდ წარჩინებული სტუდენტია.აგერ უკვე მესამე დღეა ქუჩაში მორიგეობით გამოდიან და პლაკატით ხელში უსიტყვოდ დგანან.ზოგი ეხმარება ზოგიც მარილმოყრილი მადლით უმასპინძლდება და სამსახურის შოვნისკენ მიუთითებს.ახალგაზრდები კი უსიტყვოდ დგანან და საზოგადოების დადებით და უარყოფით ემოციებს ღიმილით პასუხობენ.თითოეული მათგანი სწავლასთან ერთად მუშაობს, ამიტომაც გამოდიან მონაცვლეობით ქუჩაში. მაშინ როდესაც სხვები უნივერსიტეტში ან სამსახურში არიან, დანარჩენები ცდილობენ უფულოდ დარჩენილი მეგობრის დახმარებას, რომლისთვისაც თავისი შრომით მოპოვებული გასამრჯელო საკმარისი არ აღმოჩნდა და უნივერსიტეტში სტატუს შეჩერებულთა რიგში გადაინაცვლა.

და რას აკეთებს განათლების სამინისტრო მაშინ როდესაც წარჩინებული ბავშვები სწავლის გადასახადს "მათხოვრობით" შოულობენ? სამწუხაროდ ეს პრობლემა საქართველოში არა მხოლოდ ამ ახალგაზრდების არამედ უამრავი ბავშვის პრობლემაა და მაშინ როდესაც ქართველი სტუდენტები მარკეტებში, რესტორნებში და სხვა დაწესებულებებში ხშირ შემთხვევაში დაუფასებლად შრომობენ და ღამენათევები დილით ლექციაზე გარბიან განათლების სამინისტრო უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსებაზე ფიქრობს!. სტუმართმოყვარეობა კარგია მაგრამ უმჯობესია განათლების სამინისტრომ ჯერ საკუთარი ერის შვილებზე იფიქროს.


image

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ნინი მანდარია
ნინი მანდარია
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0