x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ნინო ჯანგირაშვილი: „საკუთარ ტელევიზიაში მიმაჩმორებენ ხოლმე, რა ბედი მაქვს“
image


ტელეკომპანია „კავკასიას“ მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ მაუწყებელს აკრიტიკებს.


„საზმაუს ჯიდიესელ ჟურნალისტებს ენჯეო სალანძღავი სიტყვა რომ გონიათ ეგ ჯანდაბას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს რომ გაირკვევა, ამ შემადგენლობას სხვა, მათზე უფრო კვალიფიციურ ჟურნალისტებზე ორჯერ მეტი ხელფასები რომ აქვთ მერე რა ვქნათ?

.


ზოგს რა ბედი აქვს ამის დედა ვატირე. ჩემს საკუთარ, კერძო ტელევიზიაში ყველა თანამშრომელი იქით უბერავს, საითაც გაუხარდება. თუ რამე ცოტა ისე–რა წამომცდა, მეცემიან და მიმაჩმორებენ ხოლმე. ეს ვასილი კიდევ ერთს ამოქოქავს საზმაუს თოჯინებს და ისე გამოენთება ხოლმე მთელი სასტავი “საზმაუს მტრების“ გასაპუტად ვეღარ აკავებს ვერაფერი. კურსებზე უნდა მივებარო.

.

ახლა აგიხსნით რა არის შეურაცხმყოფელი: როცა საზოგადოება გიხდის ხელფასს თავისი ჯიბიდან და გამჭვირვალობის მოთხოვნაზე ისტერიკა გემართება. როცა საზოგადოება გიხდის ხელფასს და ამის ნაცვლად საზოგადოების კი არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მეხოტბის დავალებებს ასრულებ. შორს წასვლა არ მჭირდება, მარტო ჩემი პირადი მაგალითით შემიძლია ვიმსჯელო რამდენად სცემთ პატივს საკუთარ პროფესიას და საკუთარ თავს. საზმაუს კანონის განხილვისას, როცა მთავარ მტრად მომნიშნა თქვენმა ბოსმა, ჟურნალისტები ისტერიული ტონით და ლამის მიკროფონის თავში რტყმით რომ იღებდნენ ჩემგან ინტერვიუებს, საგანგებოდ დაგეშილები ეგეც მეყოფა საზომად. თქვენ გევალებათ იმუშაოთ ობიეტურად, მაშინაც კი, როცა თქვენივე ორგანიზაციასთან დაკავშირებულ თემას აშუქებთ, საოცარ, ტყუილებით გაჯერებულ სიუჟეტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სახის გამომეტყველებაზე და ტონზე მაინც არ გეტყობოდეთ რა დავალება მოგცათ ბოსმა და როგორ დაგქოქათ. თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეფინოთ და ლანძღოთ ერთადერთი განსხვავებული ადამიანი ბორდში მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოითხოვა რაც კანონით ეკუთვნის. დიახ, თქვენი ერთსულოვანი გამოფენა და აწივლება ტოვებს შთაბეჭდილებას რომ ვასილმა ამოგქოქათ, დაგგეშათ და ძალიან ნუ შეიცხადებთ თუ შეიძლება. თქვენ მუშაობთ პარტიულ ტელევიზიაში, რომელიც საუბედუროდ ბიუჯეტიდან იღებს 50 მილიონ ლარს და კიდევ სარეკლამო ბაზარში შემოგვიხტა. თქვენ მუშაობთ კორუმპირებული ვასილის ზედამხედველობით და ეგ უნდა იყოს წესით შეურაცხმყოფელი თქვენთვის. მაგრამ როგორც ჩანს არ არის. ამიტომაც ნუ მომთხოვთ ნურც მე და ნურც სხვას რომ პატივისცემით განვიმსჭვალოთ თქვენს მიმართ. თქვენ ხართ ბიუჯეტის წურბელები და მოვრჩი თქვენთან ლაპარაკს., “ - წერს ჯანგირაშვილი.

.

იქვე კომენტარებში ჯანგირაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ანა ბროლაძე გამოეხმაურა.

.

„ძალიან შეურაცხმყოფელი სტატუსია, განსაკუთებით იმ ადამიანებისთვის, ჩემი ჩათვლით, ვინც გამოეხმაურა ამბავს... "თოჯინებს" გადაწყვეტილების მიღების უნარი, ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა აქვთ, რომ ვასილის "ამოქოქვის" გარეშე გასცენ პასუხი, როცა საჭიროდ თვლიან... პ.ს საკუთარი ინიციატივით ვწერ, არავის "დაუძალებია"..., “ - წერს ანა ბროლაძე.

.

image

2
250
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
250
  
2018, 7 მაისი, 20:08
სხვას აგინებდეს, სამართალი აღარაა? მოგიხანთ 25 წლის განუვითარებელი ტელე ცეხი იდიოტ მძინარა წამყვანთან ერთად.
2018, 7 მაისი, 20:06
საზმაუ რა ხილიცაა, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ეს კიბისქვეშა ვითომ ტელევიზიის,, დირეხტორი,, ა
0 1 2