x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"ბავშვობაში ჩასუქებული და შეუხედავი გოგონა ვიყავი.."-ოდრი ჰეპბერნი, სილამაზე ბრიუსელიდან!
XX საუკუნის ულამაზეს ქალბატონად აღიარებული ოდრი ჰეპბერნი 1929 წლის 4 მაისს დაიბადა ბრიუსელში. იგი მსოფლიო კინოხელოვნებაში განუმეორებელ მოვლენად არის აღიარებული; დღემდე ყველა მოხიბლულია მისი ბუნებრივი სილამაზით, კეთილშობილებითა და თავმდაბლობით. მისი ყველაზე ცნობილი ფილმია "რომაული არდადეგები", რომელშიც ოსკარი აიღო და სამუდამოდ დაიპყრო მაყურებელთა გული.


image


გოგონას, ბედნიერი ღიმილით არ ჰქონდა უდარდელი ბავშვობა, აი, რას წერს იგი თავის მოგონებებში:

"მე ჩემს მშობლებს არ ვჭირდებოდი, რადგან ჩემზე არავინ ზრუნავდა. ბავშვობაში ჩასუქებული და შეუხედავი გოგონა ვიყავი. ჩემი ერთადერთი სიხარული შოკოლადი გახლდათ, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ვუღალატე, ეს კი საშინლად აღიზიანებდა დედა-ბარონესას, რადგან ჩემი სიმსუქნე მის არისტოკრატულობას ჩრდილს აყენებდა."



image


მშობლების გამუდმებულ კინკლაობასა და კონფლიქტს ძალიან განიცდიდა სათუთი ბუნების მქონე გოგონა, მათი განშორება კი მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტი იყო:

"ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დრამატული მოვლენა. ამას დაერთო მეორე მსოფლიო ომი, ხუთი წლის განმავლობაში ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ბომბების შიშით უმეტეს დროს სარდაფში ვატარებდით და საკვებად ჰოლანდიური ტიტების ბოლქვები გვქონდა..."


image


ოდრის უკანასკნელი ფილმი სტივენ სპილბერგის "მუდამ" აღმოჩნდა, სადაც ანგელოზის როლს ასრულებდა. იგი 1993 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელიზაბეტ ტეილორი მას ასე იხსენიებს: "ახლა ღმერთს მიწიერი ანგელოზიც ჰყავს, რომლის მშვენიერებას ვერანაირი ციური არსებანი ვერ გაუტოლდებიან."


image


"ქალის სილამაზე არ განისაზღვრება მისი ტანსაცმელებით. ქალის სილამაზე არ მდგომარეობს იმაში თუ როგორი ფიგურა აქვს ან როგორ ივარცხნის თმებს. ქალის სილამაზე ჩანს მის თვალებში, რადგან ეს არის მისი გულის გასაღები, ადგილი სადაც სიყვარული იბადება."


image



ასევე, დაგაინტერესებთ:


საინტერესო ცნობები სერიალ "ზებუნებრივის" ვარსკვლავ ჯენსენ აკლსზე

ჰიუ ლორი და ტილდა სვინტონი ჩარლზ დიკენსის რომანის-“დევიდ კოპერფილდის'' ეკრანიზაციაში ერთად ითამაშებენ!


0
286
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0