x
image
alex999
Mediator image
"ნომერ 55 -ე სამარშუტო ტაქსის უპატიოსნესი პიროვნება" - სიკეთე გადამდებია!
დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ერთ რეალურ ამბავს, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ამ ამბის შემდეგ, თქვენც მიხვდებით, რომ კეთილი ადამიანები კვლავ არსებობენ და მათი დაფასება აუცილებლად უნდა შევძლოთ.


ვნახოთ რას წერს ამ რეალური ამბის შესახებ, ისტორიის მთხრობელი სოციალურ ქსელში...


"გაიცანით, დათო შავაძე - ნომერ 55 - ე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი - უპატიოსნესი პიროვნება. დღეს, მისი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას, ჯიბიდან საფულე ამომივარდა და დამეკარგა, რაც სახლში ორსაათიანი ამაო ძებნის შემდეგ დავასკვენი. ბუნებრივია, არც მანქანის ნომერი მახსოვდა და არც მძღოლის გარეგნობა, მხოლოდ ხაზის ნომერი. სიმართლე რომ ვთქვა, პოვნის იმედი აღარც მქონდა და ღმერთს მაინც მადლობას ვეუბნებოდი გულში - "რახან ასეთი რამ დაუშვი, ე.ი. სადღაც დავიმსახურე-მეთქი". ყველაფერი ხომ მართლაც მისი ნებაა, ჩვენი არჩევანი კი - ამის მიღება-არმიღება. თუმცა, ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო, და მეც ვცადე მეპოვნა. აღნიშნული ხაზის დისპეტჩერთან მიმავალი, რომელსაც ხოფის ბაზრობის ბოლო ჭიშკართან აქვს პოსტი, სრულიად "შემთხვევით", გადავეყარე აღმაშენებლის ქუჩაზე მომავალ ნომერ 55-ე სამარშრუტო ტაქსს.


image



გავაჩერე. ვუამბე ჩემი გასაჭირის შესახებ და ვკითხე, ხომ ვერ დამეხმარებოდა, თანაც, უცებ, მანქანაც მეცნო. მძღოლის გვერდით ვიჯექი და მეხსირებაში გაცოცხლდა მგზავრობისდროინდელი სურათი. მკითხა, როგორი იყო შენი საფულეო, რა იდო შიგნითო და ა.შ. როცა დარწმუნდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი პატრონი, ყველაფერი ხელუხლებლად ჩამაბარა. უზომოდ მადლიერმა და გახარებულმა, რაღა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დავტოვე. უკან მობრუნებისას, დისპეტჩერმა მომაძახა - "მაგის მანაქანაში, მასე, ერთხელ 800 ლარიც ამოუვარდათ, მაგრამ არ დაჰკარგვიათ!"


image


ამით ის მინდა ვთქვა, რომ პატიოსანი და წესიერი ადამიანებიც ბევრნი არიან, და რომ არაფერი არ ხდება შემთხვევით ამ ქვეყანაზე. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ხალხი არსებობს და საერთოდ, მადლობა მას ყველაფრისთვის.



სიკეთე გადამდებია









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რა მოხდება, თუ მთვარეს ავაფეთქებთ ან აფეთქდება?

2. თუ განსხვავებულის ძიებაში ხართ, მაშინ გირჩევთ 10 ქალაქს, სადაც ფანტასტიურად დაისვენებთ!

3. 17 ისტორიული ფოტო - მოგწონთ გაფერადებული ვერსიები?

4. იაპონელი მეცნიერების აზრით, მომავლის რობოტები ამ პროფესიებს წაგვართმევენ...

5. ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპა



1
1092
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1092
  
2018, 9 მაისი, 0:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1