x
მეტი
  • 24.06.2018
  • სტატია:78085
  • ვიდეო:330822
  • სურათი:434093
თუ განსხვავებულის ძიებაში ხართ, მაშინ გირჩევთ 10 ქალაქს, სადაც ფანტასტიურად დაისვენებთ!

მოგზაურობა ადამიანს თავისუფლების ძალას მატებს. როდესაც უცხო ქვეყანაში პირველად აბიჯებთ ფეხს, გეუფლებათ შეუდარებელი შეგრძნება. თქვენ ეცნობით მათ განსაკუთრებულ კულტურას, რაც უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის თქვენს მოგზაურობას. წარმოგიდგენთ 10 ქალაქს, სადაც ფანტასტიური დასვენება გელით!


image




1. მალე - მალდივები


imageimage


მალდივი შედგება კუნძულთა არქიპელაგისგან, რომელშიც მთლიანობაში 1190 პატარა კუნძულია. დედაქალი მალე ნამდვილად საოცარი ადგილია დასასვენებლად. განსაკუთრებით კარგად იციან შორეულ დასავლური მასაჟები. ბოლო წლებში, ულამაზესი სანაპიროები ტურისტების უსაყვარლეს ადგილად იქცა. მალეში მგზავრობა არცისე ძვირია, თუმცა მოგზაურობა საკმაოდ დამღლელია, რათა დედამიწის მეორე მხარეზე მოგიწევთ გაფრენა.




2. ზანზიბარი - ტანზანია


imageimage


Queen -ის როკ-ჯგუფის სოლისტი ფრედი მერკური ზანზიბარში დაიბადა, თუმცა მაგ პერიოდში ზანზიბარი კურორტების ერთ-ერთი ცენტრს არ წარმოადგენდა. კუნძული ეკუთვნია ტანზანიას, პალმის ხეების მოყვარულებს აქ უამრავი პალმის დათვალიერება შეუძლია. სანაპირო, ქვიშა, გასართობი ცენტრები და ათასობით ტურისტი ყოველთვიურად ზანზიბარს სტუმრობს. მოგზაურობა არც ისე ძვირია, თუმცა დასვენება ნამდვილად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა მოინახულო ეს უალამაზესი ადგილი.




3. კოლომბო - შრი ლანკა


imageimage


კოლომბო არის შრი ლანკის უდიდესი ქალაქი და ასევე ყოფილი დედაქალაქი. მდებარეობს ინდოეთის სამხრეთით, ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთ სანაპიროზე. კოლომბოში თქვენ დააგემოვნებთ ძალიან განსხვავებული არომატებით მომზადებულ ჩაის, იმოგზაურებთ ტროპიკულ ტყეების სიღრმეში, კოლომბოს სოფლები ნამდვილად გამოირჩევიან სხვა სოფლებისგან. აქ ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია, შრი ლანკა ცეილონის ჩაის სამშობლოა და აქედან გამომდინარე, სოფლის მოსახლეობის 90% ზუსტად ამ ბიზნესითაა დაკავებული. კოლომბოში ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, მაგრამ ძალიან მშვიდობიანად. ულამაზესი სანაპიროები, ზღვა და კიდევ უფრო მიმზიდველი ბუდას სალოცავები კოლომბოს ბევრად უფრო ალამაზებს. ეს ერთ-ერთი ადგილია, იმ ადგილთაგან, სადაც თქვენი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა იმოგზაუროთ!




4. მუმბაი - ინდოეთი


imageimage

მუმბაი ან კიდევ ბუმბაი - ინდოეთის ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიოს სიდიდით ყველაზე დიდი მესამე მეტროპოლიტენი. ინდური ფილმების (ბოლივუდის) ინდუსტრიული ცენტრი. ქალაქში უამრავი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ძირითადად იუდაიზმის მიმდევრები ჭარბობენ. XXI საუკუნის დასაწყისიდან მუმბაი მსოფლიო ტურისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს ქალაქად იქცა. ყველაზე ცნობილი ინდური ფილმები ამ შესანიშნავ ქალაქშია გადაღებული. თუ გიზიდავთ ინდური კულტურა, მაშინ მუმბაიში ყველაფერს ამომწურავად მიიღებთ.




5. კატმანდუ - ნეპალი


imageimage

ნეპალის დედაქალაქი კატმანდუ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. 1970 წლამდე თავისუფლების ქალაქად მოიხსენიებდნენ, ჰიპებისთვის ნამდვილი სამოთხე იყო. დღეს გამოირჩევა შთამბეჭდავი ჰინდუ ტაძრებით. კატმანდუში ცხოვრება 24 საათით მიმდინარეობს, დღის ნებისმიერ მონაკვეთზე გზებზე საცობია, ცხოვრების ტემპი არ ვარდება, ღამის და დღის სკოლები აქტიურად მუშაობენ... მოკლედ რომ ვთქვათ, სიცოცხლით სავსე ქალაქია და ამავდროულად ძალიან ეკონომიური.




6. დელი - ინდოეთი


imageimage


დელი ინდოეთის დედაქალაქია. ქალაქი დაარსდა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში. არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, გამორჩეული კულტურა, რომელიც ინდურ კულტურას უერთება, ქალაქს უფრო ლამაზს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მეორე მეტროპოლიტენია, მაინც ტურისტების ნაკლებობას არ განიცდის. ჩვენს რჩევას თუ გაითვალისწინებთ, მუმბაიმდე წასვლამდე აუცილებლად ესტუმრეთ დელის.




7. დოჰა - კატარი


imageimageimageimageimage


კატარის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ნავსადგური სპარსეთის ყურის ნაპირზე, კატარის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. ერთ-ერთი ქალაქი ახლო აღმოსავლეთში, სადაც ძალიან ბევრი უცხოელი ცხოვრობს. ისლამურ ქალაქში, თანამედროვე ტექნოლოგიებიც მწვერვალზე დგას. ქალაქში თითქმის ღარიბი ადამიანი არ არსებობს. ახლო აღმოსავლეთის სიმდიდრის ერთ-ეთი ცენტრალური ქალაქი, სადაც ვაჭრობა ნამდვილად სასიამოვნოა. სანაპიროებთან აშენებული ცათამბჯენები დოჰა უფრო ალამაზებს. ქალაქში საშუალო ფენის თვიური ხელფასი 5000 - 7000 დოლარამდე მერყეობს.




8. დერუსალა - ტანზანია


imageimage


ინდოეთის ოკეანის სანაპიროს "ყვავილი" - ქალაქი დარუსელა, რომელიც ტანზანიაში მდებარეობს, ბოლო წლებში ტურისტების უსაყვრლეს ადგილად გადაიქცა. გარდა ამისა, ქალაქი ტანზანიის უდიდესი ქალაქია. ამ ქალაქში მდიდრები და ღარიბები ერთი იგივე რესტორანში მიირთმევენ, ერთად მოძრაობენ ქალაქის ქუჩებში და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. დარუსელაში ცხოვრობენ ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ადამიანები. ტურისტების ადგილობრივების მასპინძლობით ძალიან კმაყოფილები რჩებიან.




9. მუსკატი - ომანი


imageimageimage


ომანის სასულთნოს დედაქალაქი და სანაპიროების სამოთხე - მუსკატი. კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და თევზაობის კერა. არაბეთის ნახევარკუნძულის სამოთხეში მოგზაურობა ძვირი ჯდება, თუმცა ამ ფულის დახარჯვა მუსკატში სამოგზაუროდ ნამდვილად ღირს.




10. დუბაი - არაბთა გაერთიანებული საემიროები


imageimageimageimageimageimageimage

არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი, დუბაის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი. ალბათ ბევრზე-ბევრი გსმენიათ დუბაის შესახებ, თუმცა მოგზაურობას ვერ ახერხებთ. გაერთიანებული არაბთა საემიროების 7 საემიროდან ერთ-ერთი დუბაია. ქალაქი ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი და შეუდარებელი მეგაპოლისი. XX- საუკუნის დასაწყისში ქალაქის მოსახლეობა თავს თევზაობით ირჩენდა, სანამ ნავთობის უდიდეს საბადოებს არ აღმოაჩენდნენ. ამ უკანასკნელი შემდეგ დაიწყო ქალაქის აყვავება და დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ტურისტების უსაყვარლეს ქალაქში უდიდესი სავაჭრო ცენტრები, ცათამჯენები და პალმების კუნძულებია გაშენებული. მოკლედ გართობისთვის დუბაი საუკეთესო ადგილია. ნამდვილად არ ინანებთ!











სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. 17 ისტორიული ფოტო - მოგწონთ გაფერადებული ვერსიები?

2. 10 საბედისწერო მოგზაურობა მთებში

3. მუხლებზე სიარული - დაოსური პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

4. ევროპის 10 უსაყვარლესი ადგილი, სადაც მოგზაურობა ნამდვილად ღირს!

5. მტვრიან ალბომებში შენახული, ისტორიის ყველაზე "მწარე" ფოტოები

6. პატარა ნახვრეტი ყურთან - რას ნიშნავს იგი და რატომ ჩნდება?

7. 18 რამ, რაც 30 წლამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ!

8. თანამედროვე ხელოვნების 25 გრანდიოზული შედევრი


0
103
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0