x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
აქცია საქობოში - ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ
image

.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ადგილობრივებმა აქცია გამართეს და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის დიმიტრი ჭრელაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა დაკავების დღიდან შიმშილობს. მათივე თქმით, მას იმ დანაშაულს ედავებიან, რომელიც არ ჩაუდენია.

.


აქციის მონაწილეთა განმარტებით, უახლოეს ხანში საქობოს მცხოვრებლები საპროტესტო აქციის გამართვას გლდანის ციხესთანაც გეგმავენ.

.

სამართალდამცავებმა დიმიტრი ჭრელაშვილი სასამართლო განჩინების საფუძველზე, 19 აპრილს, ორ სხვა მამაკაცთან ერთად დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“, მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან - მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან.

.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს“, - განაცხადა სამინისტროში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

.

დანაშაული, რომელიც დიმიტრი ჭრელაშვილს ედება ბრალად, 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
213
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0