x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
კრისტი ყიფშიძე: „სომეხი ვარ და ამის გამო მქონია უსიამოვნო შემთხვევები საქართველოში“

image

.

მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ საკუთარი წარმომავლობის გამო პრობლემები არაერთხელ ჰქონია. ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოხვედრის საკითხი ბოლო დროს აქტუალური გახდა.
.
ახასიათებთ თუ არა ქართველებს ქსენოფობია? – ამ კითხვით მიმართა ჟურნალმა "გზამ" მოდელს.
.
კრისტი ყიფშიძე: - „ვფიქრობ, საქართველოში სხვა ერების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება აშკარაა და ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია: წარმოშობით სომეხი ვარ. ჩემი გვარი დიდი ხანია, აქ ცხოვრობს, უკვე მეხუთე თაობა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ჩემს თავს ქართული მენტალიტეტის მქონედ მივიჩნევ. ქართულად უკეთესად ვფიქრობ და ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი წარმოშობის გამო მაინც მქონია უსიამოვნო შემთხვევები, თუნდაც სოციალურ ქსელში.“
.
ცნობილია ისიც, რომ მოდელი საკუთარ ნამდვილ გვარზე არასოდეს საუბრობს და მას საგულდაგულოდ მალავს. "ჩემი გვარით ნუღარ დაინტერესდებით საკუთარ გენეტიკას მიხედეთ"- ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამბობდა კრისტი.
.
ეთნიკური ნიშნით კონფლიქტი ბოლო ხანს ქართულ მედიასაშუალებებში რამდენჯერმე გახმაურდა.
2
538
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
538
  
2018, 28 აპრილი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 28 აპრილი, 17:07
სომხეთში ქართველს გაახარებენ,კრისტი? ებრაელებმა და ჩინელებმა ფეხი ვერ მოიკიდეს სომხეთში და ეს რაზე მეტყველებს?
0 1 2