x
image
ხატია გელბრეიტი
ესპანურმა პოლიციამ ბანანის კონტეინერში რეკორდული რაოდენობის კოკაინი აღმოაჩინა

image
ესპანურმა პოლიციამ კოლუმბიიდან მომავალ ბანანით დატვირთულ კონტეინერში დამალული 9 ტონა კოკაინის კონფისკაცია მოახდინა.


ეს დღემდე ევროპაში ერთ კონტეინერში აღმოჩენილი ნარკოტიკის რეკორდული რაოდენობაა.


ექვსი ადამიანი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბანანის ყუთებს შორის დამალული ნარკოტიკი ალგესირასის პორტში აღმოაჩინა.


ნარკოტიკის საინფორმაციო სამსახურის DrugWise -ის თანახმად, ასეთი ტვირთის ღირებულება დიდი ბრიტანეთის შავ ბაზარზე 262-დან 349 მილიონ ფუნტამდე მერყეობს.


6 დაპატიმრებულიდან ორის დაკავება საფრანგეთში, კერძოდ ლიონში მოხდა, სამი მათგანის ესპანეთში, მალაგაში და ერთის ალგესირასში.


საბაჟო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტეინერი კოლუმბიური კომპანიის მიერ იქნა გემზე გადმოზიდული და ის კოლუმბიის პორტ ტურბოდან მოემართებოდა. უცნობია, კონკრეტულად როდის მოხდა არალეგალური ტვირთის აღმოჩენა.


ალგესირასი ესპანეთის ყველაზე დატვირთული პორტს და ამავდროულად მთავარ შესასვლელს წარმოადგენს კოკაინისთვის ევროპაში. დეკემბერში სამართალდამცავებმა აქ ექვსი ტონა კოკაინის კონფისკაცია მოახდინეს.


წყარო : Independent



0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0