x
image
ხატია გელბრეიტი
ზუგდიდში ფაროსანასთან საბრძოლველი ახალი ტექნიკა წარადგინეს
image

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს ზუგდიდში სპეციალური დანადგარებით აღჭურვილი ავტომობილები წარადგინა, რომელთა გამოყენებაც ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის იგეგმება. ადგილზე 8 ავტომობილი იქნა წარმოდგენილი, რომელთაგან სამი ცივი შესხურების დანადგარებითაა აღჭურვილი და მათი გამოყენება დიდ ფართობებზეა მიზანშეწონილი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მავნებელთან ბრძოლისთვის ორი ტრაქტორიც გადაეცა.

image


დანარჩენ 5 ავტომანქანაზე დამონტაჟებულია თერმული ნისლის დანადგარი. მისი მუშაობის პრინციპი დიზელისა და სპეციალური ნივთიერების ნარევის ბოლის სახით გამოყოფაში მდგომარეობს.



სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ტყის მასივის შეწამლვა, ისევე როგორც საავიაციო საშუალებების გამოყენება შეუძლებელია ტყის სხვა ბინადრების უსაფრთხოების მიზნით.


შეწამლვის პროცესი სოფლის რწმუნებულების მეთვალყურეობით ჩატარდება, ხოლო მოსახლეობას ჩასატარებელ სამუშაოებზე 24 საათით ადრე ეცნობება.


მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება დაინტერესებულ პირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლიათ www.nfa.gov.ge . ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი 15 01.


0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გელბრეიტი
ხატია გელბრეიტი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0