x
მეტი
  • 23.07.2018
  • სტატია:78813
  • ვიდეო:331544
  • სურათი:435544
რა ხდება ადამიანის ტვინში ორგანიზმის სიკვდილის შემდეგ?

image


სიკვდილის შემდეგ ადამიანის ტვინი მუშაობას კიდევ ათი წუთის განმავლობაში აგრძელებს. სიკვდილს ძალიან მარტივად ვუყურებთ, ჩვენ მაშინ აღვიქვამთ ადამისნ მკვდრად, როდესაც მისი გული მუშაობას წყვეტს, სასუნთქი და სისხლის მიმოქცევის სისტემები აღარ ფუნქციონირებს.


სხეული გაითიშა და სიცოცხლემ არსებობა შეწყვიტა. თუმცა ამ ყველაფრის გარდა, სხვა რამეებიც გასათვალისწინებელია. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციონალურად გული მკვდარია, ტვინი მუშაობს მაინც აგრძელებს. ფაქტობრივად ის ორგანიზმის უკანასკნელი ნაწილია, რომელიც კვდება.


სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ტვინი ელექტროობის დიდ ტალღას იღებს. არავინ იცის რატომ ხდება ეს. ის ასევე კარგავს ჟანგბადს. სუნთქვისა და გულის ცემის სრულად შეწყვეტის შემდეგაც კი ადამიანი 20 წამამდე სრულიად გონზეა. ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინის ქერქს ამ დროის განმავლობაში ჟანგბადის გარეშე შეუძლია არსებობა. ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია ფიქრსა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. ის ასევე ჩვენი გრძნობების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას მოქმედებებად გარდაქმნის. ტვინის ქერქში ამ აქტივობის მიუხედავად სიკვდილის წინ ადამიანი ყველანაირ რეფლექსს და კუნთების ამოძრავების შესაძლებლობას კარგავს. ამ მომენტში ტვინი თავის უკანასკნელ წუთებს ითვლის. ტვინის უჯრედები იმ ქიმიურ გზებს ააქტიურებენ, რომლებსაც საბოლოო სიკვდილამდე მიჰყავს ადამიანი. ჟანგბადის მცირე რაოდენობა არის ის, რაც ადამიანსა და მის საბოლოო მომენტს შორის დგას.


თუ ვინმე მოახერხებს გულის ხელახლა ამუშავებას გფრ-ით, მაშინ მისი ტვინი მიიღებს საკმარის ჟანგბადს იმისთვის, რომ ხელახლა გაიღვიძოს. ჟანგბადის არარსებობის შემთხვევაში კი ტვინი ნებდება. ტვინის უმეტესი ნაწილი უკვე მკვდარია, მაგრამ ამ დროსაც კი არსებობს ერთი საბოლოო ადგილი, რომელიც ასე ადვილად არ ნებდება. ეს არის მეხსიერების ცენტრი, რომელიც ინახავს ყველაზე ემოციურ მომენტებს, რაც კი ოდესმე გამოგვიცდია. ტვინის ამ რეგიონზე სისხლის დაკარგვა არ მოქმედებს სერიოზული დაზიანებების დროსაც კი. ის ტვინის უკანასკნელი ნაწილია, რომელიც ითიშება. სრულ გათიშვამდე მეხსიერების ცენტრი თვალწინ გიჩვენებს შენი ცხოვრების მომენტებს, როდესაც ექიმები კომაში მყოფ პაციენტებს აპარატიდან თიშავენ და კლინიკურად მკვდრებად თვლიან, ტვინი ამის შემდგომ 10 წუთის განმავლობაში კიდეც ცოცხალი რჩება. როდესაც ექიმენი ამ პაციენტების ე.ე.გ. (ელექტროენცეფალოგრამის) ჩანაწერებს ასკანერებენ, ისინი საოცარ სხვაობას ამჩნევენ თითოეულ პაციენტს შორის. ეს სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს უნიკალური გამოცდილება აქვს სიკვდილისას.



სიკვდილიდან 2 დღის შემდეგაც კი 1000-ზე მეტი გენი კვლავ მუშაობს სხეულში. ზოგიერთი გენი ძალიან აქტიურია და მათ მნიშვნელვანი ფუნქციები აკისრიათ. გაღიზიანებების სტიმულირება, იმუნური სისტემის გააქტიურება და სტრესთან წინაარმდეგობა. თუმცა ზოგიერთი ამ გენებიდან მხოლოდ ემბრიონული განვითარებისას აქტიურდება.


შესაძლებელია თუ არა, რომ სხეული ცდილობს საკუთარი თავის დახსნას მოახლოებული სიკვდილისგან უჯრედული ეტაპის შებრუნების გზით? ზოგიერთი გენი კი უკვე მკვდარ ორგანიზმში კიბოს გაზრდას უწყობს ხელს.



რატომ იწყებს სხეული კიბოს გაზრდას, მას შემდეგ რაც ის ორი დღის მკვდარია? რა არის კიბოს წარმოქმნის მიზანი მკვდარ სხეულში? ჯერჯერობით ეს კვლევის საგანია და ამოუცნობია.



შესაძლებელია, რომ სიკვდილის ჩვენეული აღქმა მცდარია? ეთიკურია, რომ ადამიანები მკვდრად აღვიქვათ, როცა მათი სხეულის გარკვეული ნაწილები კვლავ ფუნქციონირებს? და რას გრძნობენ ისინი, ვისაც თავის ორგანოებს სიკვდილიდან მყისიერადვე სხვისთვის გადასანერგად ამოვაცლით ხოლმე სხეულიდან? უნდა ვიყოთ თუ არა უფრო ფრთხილები, როცა აუტოფსიას ვუტარებთ მკვდარ სხეულს? მხოლოდ დრო და მეტი კვლევა გასცემს ამ დასხვა მნიშვნელოვან კითხვებს პასუხს.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
776
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0