x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83614
  • ვიდეო:334408
  • სურათი:441560
მეცნიერებმა ამაზონის ტყეში 9 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ამაზონის ჯუნგლები მდებარეობს ვრცელ, თითქმის ბრტყელ ვაკეზე, რომელიც ამაზონის თითქმის მთელ აუზს მოიცავს. თვითონ ტყე იკავებს 5, 5 კმ²-ს. ვრცელდება ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე: ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი და საფრანგეთის გვიანა. ამაზონის ტყეები — მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის მასივია. ის იკავებს მსოფლიოს სხვა ტროპიკული ტყეების ფართობის ნახევარს.


image


ამაზონის ტროპიკული ტყე, ასევე ცნობილი როგორც ამაზონია არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი რესურსი. იმის გამო, რომ მისი მცენარეული საფარი შთანთქავს ნახშიროჟანგს და გასცემს ჟანგბადს, მას "ჩვენი პლანეტის ფილტვები" უწოდეს.დაახლოებით მსოფლიო მასშტაბით, ჟანგბადის 20% გამოსცემს ამაზონის ტროპიკული ტყე.


imageimageimageimageimageimage

ამაზონის ტროპიკული ტყის სახელწოდება სათავეს იღებს მდინარე ამაზონიდან. ამაზონის მდინარე იწყება ანდებში და მთავრდება სამხრეთ ამერიკაში. ის ხვდება ატლანტიის ოკეანეს ბელემთან, ბრაზილიაში. მთავარი მდინარე დაახლოებით 4.080 მილის სიგრძისაა. მისი აუზი მოიცავს 2, 722, 000 კვადრატულ მილს და გადაწოლილია ბრაზილიის, კოლუმბიის, პერუს, ვენესუელას, ეკუადორის, ბოლივიის და სამი გუანას სიგრძეზე. მსოფლიოს 16% მდინარეებისა ჩაედინება ამაზონის მდინარეში. 28 მილიარდი გალონი წყალი ჩაედინება ამ მდინარეში.


imageimageimageimageimageimage



მეცნიერებს ჯერათ, რომ ამაზონიის ჩარდახი შესაძლოა შეიცავდეს მსოფლიოს ნახევარ სახეობებს. დაახლოებით 500 სახეობის ძუძუმწოვარი, 175 ხვლიკი და 300 სხვა ქვეწარმავლის სახეობა, ფრინველების 1/3 ნაწილი ცხოვრობს ამაზონიაში. დაახლოებით 30 მილიონი სახეობის მწერი შეიძლება ნახოთ. აქ გადარჩენისათვის ბრძოლა საკმაოდ მწვავეა. ბრძოლა გადარჩენისთვის ყველაზე მეტად ცხოველებსა და მცენარეებში მიმდინარეობს. ორივე მათგანი შეეგუა იმას, რომ უნდა იბრძოლონ თავიანთი თავის დასაცავად, რათა სხვამ არ შეჭამოს.


imageimageimageimageimageimage




Pico da Neblina - სახელწოდების ეროვნული პარკი მდებარეობს ამაზონის ტროპიკულ ტყეების ზემოთ, 2995 მეტრის სიმაღლეზე. ეს პარკი 2003 წელს დაიხურა. მიზეზი იყო ადგილობრივი იანონამების შევიწროვება და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის ჩატარებული ოპერაციები, ამ ყველაფრის შედეგადად ეროვნული პარკი თითქმის განადგურდა და ოფიციალურად 2003 წელს დახურულად გამოაცხადეს.


2017 წლის ნოემბერში ბრაზილიის ხელისუფლებამ, ცნობილ მეცნიერთა ჯგუფს უფლება მისცა ამ პარკში შესულიყვნენ. ადგილობრივი იანონამებიდან დამხმარედ გზამკვლევები და ბრაზილიის სპეც-სამსახურის სამხედრო პირებიც 1 თვიან ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერებთან ერთად!


image


მეცნიერებმა ამაზონის ამ აკრძალულ პარკში 9 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მოგახსენებთ, რომ სახეობების სახელის შესარქმევად რამოდენიმე წელიწადია საჭირო, ამიტომ მათ დროებითი ზედმეტსახელებით მოიხსენიებენ. წარმოგიდგენთ ამ ახალ სახეობებს...



1. დიდთვალა წითელი ბაყაყი


image

ჯგუფმა დიდთვალა წითელი ბაყაყი, მწვერვალზე ასვლიდან 7 საათში აღმოაჩინა. მეცნიერ ივან პრეტესის აზრით, ეს არის ყველაზე დიდი ბაყაყი, რაც კი ბრაზილიაში არსებობს.




2. რუხი მსუქანა


image

ივან პრატესმა ბაყაყი კარავის ახლომდებარე ტერიტორიაზე შენიშნა - "დავინახე თუ არა ხელში რაც მეჭირა ყველაფერი გადავყარე და ვეცი ამ მხტუნავ ბაყაყს, როგორც ყველა მკვლევარ-მეცნიერს ჩვევია". მეცნიერის თქმით, რუხი მსუქანა ეკუთვნის ტერარანას ბაყაყების ოჯახს, თუმცა დნმ-ის ანალიზების შემდეგ გადაწყდება შეძლებს თუ არა რუხი მსუქანა ახალ ბაყაყისებრთა ოჯახის შექმნას!




3. ხვლიკის სიარულით, ხმელეთის ბაყაყი


image


Pico da Neblina-ს პარკიდან 2000 მეტრ სიმაღლეზე ეს ბაყაყი აღმოაჩინა ბიოლოგმა, აგუსტინ კამაჩომ. აგუსტინის თქმით, ბაყაყის ძილით ნებივრობდა, როდესაც ის აღმოაჩინა. 35 მილიმეტრიან ბაყაყის უახლოესი ნათესავები ბრაზილიის ჩრდილოეთით და გაიანაში ბინადრობენ.




4. ნებლინის ჯუჯა ბუ


image


სან პაულოს უნივერსიტეტის ფრინველთმცოდნე პროფესორმა, ლუის ფაბიანო სილვეირამ ნებლინის ჯუჯა ბუ ზღვის დონიდან 150 სანტიმეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინა, მაშინ როდესაც ფრინველი მშვიდად "მღეროდა". პროფესორის აზრით ეს არის დედამიწაზე ერთადერთი ბუ, რომელიც ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა ბინადრობს. უცნაური შეხედულების ფრინველი, მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრის სიმაღლისაა.





5. ღამის ცისარტყელა


image


კვლევის ჯგუფმა აღმოაჩინეს 6 სანტიმეტრი სიგრძის ხვლიკი, რომელსაც ღამის ცისარტყელა შეარქვეს ზედმეტსახელად. სახეობის მონათესავე ხვლიკები მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობენ.




6. ყავისფერი გიგანტი


image


ყავისფერი გიგანტი, ღამის ცისარტყელაზე ორჯერ უფრო დიდია. ისიც რიოლამას ოჯახს ეკუთვნის, როგორც ზემოთ ხსენებული ღამის ცისარტყელა. ეს პატარა ქვეწარმავალი პირველად სამხედროებმა კარავში აღმოაჩინეს.




7. ნებლინა "ფილანთუსი"


image


ეს არის პატარა ხე, რომლის სიმაღლე მხოლოდ 2 მეტრია. ხე როგორც ჩანს პირველად იქნა შემჩნეული მთელ მსოფლიოში და ამაზონის ტყის საკუთრებაა.




8. ყბედი ბაყაყი


image


ბაყაყი ალობატების ოჯახის წარმომადგენელია. ხსენებული თითქმის შეუჩერებლად "ყბედობს", და მისი ხმა ძალიან ჰგავს ფრინველისას. ყბედი ბაყაყი, ტენიან რეგიონში აღმოაჩინა პრატესმა.




9. სანგრების მთხრელი


image


სანგრების მთხრელი - ასე შეარქვეს მეცნიერებმა ამ უცნაური გარეგნობის ბაყაყს. პრატესის აზრით, ეს ბაყაყები ხშირად მიწისქვეშეთს და სიბნელეს ირჩევენ საცხოვრებლად. 2.5 სანტიმეტრი სიგრძის ბაყაყი, ცხვირის გამოყენებით მიწის სიღრმეში აღწევს. ჯგუფმა ამ სახეობიდან 2 ცალი ერთდროულად აღმოაჩინა.







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}



1. „ხურდას თვლიდა… გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო” – რა მოხდა უბნის „მარკეტში”?

2. ქვეყანა, რომელიც ამ იდეოლოგიით მუდამ იარსებებს!

3. განსაცვიფრებელი ფაქტების ტოპ 22 - იცით თუ არა რომ... (III ნაწილი)

4. პირველად! კადრები Atyrau UG-157/11(ყაზახეთი)- ის ქალთა კოლონიიდან

5. ყველაზე ცეცხლოვანი მათემატიკის მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან



0
868
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
868
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0