x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცოტნე გამსახურდია:ქრისტე ტყიბულში გუშინ ხელმეორედ აცვეს ჯვარს.. და კიდევ აცვავენ..
image

ცოტნე გამსახურდია ტყიბულში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალური ქსელით ეხმაურება:


"სიკვდილისთვის განწირული ადამიანები... ტყიბულში დღესაც სტალინის დროინდელი ტექნიკით და ნორმებით მუშაობენ... ამასობაში ერი ორი ათასი წლის წინ ადამიანის წამებას გლოვობს და მის გვერდით ვერ ამჩნევს საშინელებას... საპატრიარქომ მოკრძალებულად წაიწუწუნა, კარგი იქნებოდა ადამიანები ასე არ იღუპებოდნენო. ცოტა დააკლდათ ამისთვის ბეჟუაშვილს ბოდიში რომ არ მოუხადეს. მალე პირადად მოუხდიან, რამეს რომ დაუფინანსებთ.


ამის შემდეგ, როგორ უნდა აყვე ამ საყოველთაო სააღდგომო ცერემონიებს, თუ ჭკუა და სინდისი გაქვს?! ამიტომაც არ ვმონაწილეობ. როგორ შეიძლება გიყვარდეთ ქრისტე, რომელიც არასდროს უნახავთ, არავინ იცის ზუსტად საერთოდ იყო თუ არა, როდესაც საკუთარი მეზობელი ფეხებზე ჰკიდიათ? რაც აქ ხდება, ამას ბანალური სადაზღვევო რელიგია ჰქვია: "კაიდაარსებობს?"




ამიტომაც არ მიყვარს გადაჭედილ ეკლესიებში სიარული. ისევე, როგორც ვერიდები პომპეზურ ღონისძიებებს, შოუებს, პოპ კონცერტებს. რამდენიც გინდათ იტყუეთ თავი და ატყუეთ ერთმანეთი, მე კი დღეს ერთი უბრალო მღვდლის ნათქვამს გავიზიარებ: რომ ქრისტე ტყიბულში გუშინ ხელმეორედ აცვეს ჯვარს. და კიდევ აცვავენ..."

image

შეგახსენებთ, გუშინ გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში ჭერის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა 6 მეშახტე, სამმა მიიღო დაზიანებები.


ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. შახტაში დაღუპული მუშების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა."


2
271
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
2018, 8 აპრილი, 14:48
ამისმა ,,ველოსიპედების აღმოჩენებმა,, ხომ ტვინი წაიღო, რააა...
2018, 7 აპრილი, 22:25
აცვავენ არა ცოტნე, აცვამენ
0 1 2