x
დღეს ტყიბულის შახტაში დაღუპული მუშების სოლიდარობის აქცია-მსვლელობა გაიმართება

6 აპრილს, თბილისში ტყიბულის შახტაში დაღუპული მუშების სოლიდარობის აქცია-მსვლელობა გაიმართება.აქციის ორგანიზატორი აუდიტორია #115-ია.


"ჩვენ იმედი არ დაგვიკარგავს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას. ვაპირებთ იმ სიტყვის თქმას, რომელიც სამართლიანია და რომელმაც უნდა დაასრულოს გაბატონებული ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში", აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.


აქციის ორგანიზატორი აუდიტორია #115-ია. მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსის შენობიდან, 17:00-ზე დაიწყება და საქართველოს პარლამენტთან დასრულდება.

image


5 აპრილს, დილის 4 საათზე, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში გარდაიცვალა 6 მეშახტე.


0
10
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ვაშაკიძე
სალომე ვაშაკიძე
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0