x
6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
მთავრობის გადაწყვეტილებით 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაღუპული მუშების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

image

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.


შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ვაშაკიძე
სალომე ვაშაკიძე
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0