x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ახალი "ტროიანი" იპარავს შემოსულ SMS-ებს და ტელეფონის ნომრებს
imageტროიანული პროგრამა Android.SpyEye-ს ახალი ვერსია იპარავს შემოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მობილური ტელეფონებიდან, რომლებიც ანდროიდის ბაზაზე მუშაობენ. ამ შეტყობინებას ავრცელებს კომპანია "დოქტორ ვები".

კომპანია აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ Android.SpyEye.2.origin-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებლების იმ შეტყობინენების მოპარვა, რომლებსაც ღებულობენ ისინი ბანკებისგან, სხვადასვა ოპერაციების შესრულების დროს. ასეთი შეტყობინებები შეიცავენ ერთჯერად კოდს, რომელიც მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს ფორმაში ტრანზაქციის დადასტურებისათვის.

შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ ტროიანული პროგრამა ვრცელდება ანდროიდების დამცავი პროგრამა Android Security Suite Premium-ის ფორმით და აქვს შესაბამისი პიქტოგრამა. ასევე მისი დაყენებისას მობილური ტელეფონის ეკრანზე ჩნდება ფარის ნიშანი და აქტივაციის კოდი.

პროგრამა ამოწმებს შემოსულ სმს-ებს, ტექსტში მისთვის განკუთვნილი ბრძანების არსებობაზე და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში ასრულებს მას. ბოროტმოქმედებს შეუძლიათ პროგრამის დისტანციურად მართვა.


გარდა ამისა სმს შეტყობინებების შემოწმების შემდეგ პროგრამა ბოროტმოქმედების სერვერზე გზავნის ინფორმაციას ტელეფონის ნომრის და ინფიცირებული ტელეფონის იდენტიფიკატორის შესახებ. გამომდინარე აქედან გარდა ფინანსური მნიშვნელობის ინფორმაციისა ბოროტმოქმედებთან შეიძლება მოხვდეს ტელეფონის მფლობელის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაც.

1
258
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
258
  
0 1 1