x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სასამართლომ "სი-თი პარკის" სარჩელი მერიის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო

image


„სითი პარკის“ ადვოკატის ნათია წკეპლაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „სი-თი პარკის“ სარჩელი მერიის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო. მისივე ინფორმაციით მოსამართლემ განმწესრიგებელ სხდომაზე სარჩელის ავტორებს არ მისცა საშუალება ბრძოლა სასამართლოში გაეგრძელებინათ.


„ჩვენ გვქონდა საქალაქო სასამრთლოში სხდომა სახელშეკრულებლო სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით. „სი-თი პარკს“ არ ეძლევა სასამართლო წესით დავის წარმოების შესაძლებლობა, რადგან 22 ნოემბრის განჩინებით მოსამართლემ უარი გვითხრა თბილისის მთავრობის განკარგულების, როგორც ადმინისტაციული აქტის კანონირებაზე აღძრული სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით. იქვე განგვისაზღვრა, რომ „სი-თი პარკს“ უფლება აქვს თავის სამართლებრივი უფლებები აწარმოოს სასამართლოში სახელშეკრულებო სარჩელის მეშვეობით. ჩვენ იძულებული ვიყავი ასე მოვქცულიყავით და დღეს თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლემ დაუშვებლად სცნო ჩვენი სარჩელი ისე, რომ წესიერად სასამართლო სხდომაც არ ჩაატარა. ჩვენი განმარტებები მოსმენილი არ იქნა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე წინასწარ იყო განწყობილი, რომ ჩვენი სარჩელი დაეტოვებინა დაუშვებლად“, -განაცხადა ნათია წკეპლაძემ.

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0