x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ მოვახდინოთ სასურველი შთაბეჭდილება ადამიანებზე,როცა მათ პირველად ვხვდებით
image


ადამიანის ან გარკვეულ ადამიანთა ჯგუფის გაცნობისას ძალიან მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება. ესენი იქნებიან გუნდის წევრები, პოტენციური დამსაქმებელნი თუ კლიენტები, როდესაც მათთან ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებას გეგმავთ, პირველ შთაბეჭდილებას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს.

თქვენი ვიზუალი, ჟესტიკულაცია, საუბრის მანერა აუცილებლად უნდა იწვევდეს დადებით ემოციებს.

როცა პირველ შეხვედრაზე მიდიხართ, შეეცადეთ ჩაიცვათ გემოვნებით და სადად.ნუ წახვალთ გამოუძინებელი და დაღლილი, გახსოვდეთ თქვენგან წამოსული დადებითი და უარყოფითი ენერგიები თქვენვე შემოგიბრუნდებათ შესაბამისი შედეგებით.



image


პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია ყველა იმ სიტუაციაში, სადაც საჭიროა კარგი კონტაქტების დამყარება და ურთიერთობები.

ჩაიცვით გემოვნებით, სადად და კომფორტულად.რაც მთავარია თავს მომხიბვლელად უნდა გრძნობდეთ, ეს აუცილებელია!თქვენი სამკაული, სუნამო ან დეოდორანტი არ უნდა იყოს თვალშისაცემი და "მყვირალა", არ უნდა იწვევდეს გარშემომყოფთა რაიმე ფორმით გაღიზიანებას.თქვენი საუბარი უნდა იყოს თავდაჯერებული და არახმამაღალი.

ნუ ისაუბრებთ გარეშე პირებთან ტელეფონით საჭიროზე მეტ ხანს, მოუსმინეთ თანამოსაუბრეებს ყურადღებით, ნუ გააჭიანურებთ შეხვედრას.სასურველია პირველი შეხვედრა იყოს გასაგები და ლაკონური.

არ უნდა დაგავიწყდეთ რომ თქვენი პირადი პრობლემები არ უნდა აისახოს ესეთი შეხვედრების იმიჯსა და ხარისხზე, და საერთოდ პრობლემებს სჯობს შეხედოთ ისე, როგორც არის და არ გააზვიადოთ, გახსოვდეთ მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს.ადამიანს ყოველთვის შესწევს პოტენციალი იმისა, გაიუმჯობესოს მისი მდგომარეობა და არ მიეცეს სასოწარკვეთილებას, მით უმეტეს თუ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს, მის კონტაქტებსა თუ რეალიზაციის ხარისხზე.



image


0
46
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ჟღენტი
მაკა ჟღენტი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0