x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
წითურა–ბავშვთა ვირუსული დაავადება

image
წითურა მწვავე ვირუსული დაავადებაა.ის სწრაფად ვრცელდება.გადაცემა ხდება ლაპარაკის, ხველების ან დაცემინების დროს.გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით.ინფექციის წყარო არის მხოლოდ დაავადებული ადამიანი.ის არ გადაეცემა საგნებითა და მესამე პირის საშუალებით, ხოლო მიმღეობა-მაღალია.

განსაკუთრებით სიგრთხილე უნდა გამოიჩინონ ფეხმძიმე ქალებმა რათა არ დაავადდენ მისით, რადგან წითურა იწვევს ნაყოფის ანომალიებს.წითურას წითელას მსგავსად სეზონურობა ახასიათებს(განსაკუტრებით აქტიურ ფაზაშია დაავადება გავრცელების თვალსაზრისით ზამთარსა და გაზაფხულზე).ახასიათებგს პერიოდულობა, რაც ნიშნავს იუმას, რომ 3–4 წელიწადში ერთხელ ხდება ეპიდემიური აფეთქებები.წითურას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 11-დან 22 დღემდე.დაავადება განვითარებიოს ფაზაში იშვიათად იწყება პროდრომებით.სურდოს მოვლენები და კონიუნქტივი შეიძლ;ება იყოს მაგრამ სუსტად გამოხატული.სანამ გამონაყარი წარმოიქმნება აღინიშნება კისრის უკანა და კეფის ლიმფური კვანძების გადიდება.შეწითლებულია პირის ღრუს ლორწოვანი.

აღსანიშნავია, რომ წითურას დროს დასაწყისში გამონაყარი ნაკლებია, უფრო მეტად აღინიშნება კიდურებისლატერალურ ზედაპირსა და ერთეულებად სახეზე, ხოლო რამდენიმე საათში ვრცელდება მთელ სზეულზე.გამონაყარი 2–3 დღეში ქრება.არ ტოვებს პიგმენტებს და ქერცლს.სისხლში მცირდება ლეიკოციტების რაოდენობა.

წითურას თითქმის არ ახასიათებს გართულებები, ის წითელასაგან განსხვავებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.წითურას დროს არ ტარდება სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებები.დაავადებული ბავშვი 5 დღის განმავლობაში გამოაცალკევეთ, რათა არ გახდეს სხვა ბავშვის დაავადების უშუალო მიზეზი.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:დარეჯან ჩახვაძე
დარეჯან ჩახვაძე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0