x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ზურგჩანთა ბავშვებისთვის - "ბიბლუსის" რჩევები

imageსასწავლო წლის დაწყებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც მშობლები სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტის - ზურგჩანთის არჩევას იწყებენ. საინტერესო ვიზუალთან ერთად, ის მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო უნდა იყოს.

imageგიზიარებთ რამდენიმე გავრცელებულ მოსაზრებას ზურგჩანთის შესახებ, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ მის სწორად შერჩევაში.

  • პედიატრების რჩევით, სასკოლო ზურგჩანთა სიგანეში არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრებს, სიგრძეში კი არ უნდა იყოს 30 სანტიმეტრზე მეტი;

  • სასურველია ისეთი სასკოლო ზურგჩანთის შერჩევა, რომლის ზურგის ნაწილიც ორთოპედიული იქნება. ასეთი ჩანთის შემთხვევაში, ბავშვის ხერხემალზე ნაკლები დატვირთვა მოდის;

  • სასურველია, პირველკლასელის ცარიელი ჩანთის წონა 1 კილოგრამზე მეტი არ იყოს. დატვირთული ჩანთა კი ბავშვის წონის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

  • ზურგჩანთის სახელურები ზომების მიხედვით უნდა რეგულირდებოდეს. ზურგჩანთის ზედა ნაწილი ბავშვის მხრებზე მაღლა არ უნდა ფიქსირდებოდეს, ხოლო ქვედა ნაწილი კი, თეძოსთან.

  • ზურგჩანთის სახელურები განიერი უნდა იყოს, რათა სასკოლო ნივთები ჩანთაში ჩალაგების შემდეგ სწორად გადანაწილდეს;

  • შეეცადეთ ისეთი ზურგჩანთა შეარჩიოთ, რომელიც ორყურიანი იქნება. ასეთი ზურგჩანთის შემთხვევაში მასში განლაგებული ნივთები სწორად ნაწილდება და ბავშვს არ უქმნის დისკომფორტს;

  • კარგი ხარისხის ზურგჩანთა სიმძიმის ჩალაგებისას არ უნდა დეფორმირდებოდეს. არ უნდა ტკენდეს მხრებს და არ უნდა იწვევდეს დისკომფორტს;

image

  • სასურველია ზურგჩანთის ღვედი ელასტიკური იყოს. მისი სიგანე დაახლოებით 3-4სმ. უნდა იყოს, ხოლო სიგრძე კი 50 სმ.
  • როდესაც ჩანთის საზურგეს გარედან ნაჭერი აქვს გადაკრული, ბავშვი ნაკლებად ოფლიანდება;
  • სასურველია სკოლის მოსწავლისთვის ისეთი ზურგჩანთა შეარჩიოთ, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან იქნება შეკერილი. ამის დადგენა ძალიან მარტივია. ჩანთას სუფთა ნაჭერი გადაუსვით და გაწმინდეთ, თუ ნაჭერზე ფერი არ გადავიდა, ჩანთა არც ბავშვის ტანსაცმელს დასვრის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამზადებისთვის საშიში საღებავი არავის გამოუყენებია;
  • ჩანთის შერჩევისას დიდი ყურადღება ექცევა მის შიდა განყოფილებებსაც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. სკოლის მოსწავლეს ეს დამატებით კომფორტს უქმნის. არც დამატებითი ჯიბეა ზედმეტი. მაგალითად, ჯიბე, სადაც წყლის ბოთლს მოათავსებს. ეს მნიშვნელოვანია. მითუმეტეს მაშინ, თუ ბავშვი სპორტითაა დაკავებული;

imageუმაღლესი ხარისხის სასკოლო ჩანთების შეძენას "ბიბლუსის" ფილიალებსა და ვებგვერდზე შეძლებთ

0
38
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0