x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
მაია ასათიანმა დღეს თოქ-შოუ „პროფილის“ ახალი გადაცემა ჩაწერა
image


ტელეწამყვანი მაია ასათიანი ეთერში ბრუნდება. მან თოქ-შოუ „პროფილის“ ახალი გამოშვება დღეს ჩაწერა, რომელიც ეთერში მომავალ ხუთშაბათს, ტრადიციულ დროს გავა.


ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოსურათი გადაცემის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც წამყვანი გადაცემის ჩაწერამდეა ასახული.


რამდენიმე კვირის წინ მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო „პროფილი“ ეთერიდან დროებით მოიხსნა. მოგვიანებით მაია ასათიანმა განმარტა, რომ იგი არც საავადმყოფოში იმყოფება, არც მონასტერში და გადაცემის გასაგრძელებლად ძალებს იკრებდა.



ამავე თემაზე: „არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში, ძალებს ვიბრუნებ“ - მაია ასათიანი


image

image

0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0